პოლიტიკა

დიდი პოლიტიკიდან პოლიტიკურ მიმოხილვაში

№5

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 06.02, 2023 წელი

დიდი პოლიტიკიდან
პოლიტიკურ მიმოხილვაში
დაკოპირებულია

ანუ მავნე კომპანიის ზეგავლენა...

ადამ კინზინგერის სახელი ჩვენს ქვეყანაში ცნობილია (მთლად ისეც არა – ბავშვმაც კი იცის, ვინ არის კაკო, ანუ ადამი), იმიტომ რომ ხშირად გვაკრიტიკებს, იმდენადაც კი, რომ ზოგჯერ მეტად არაადეკვატურ განცხადებებსაც აკეთებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ხსენებული ბატონი ყოფილი კონგრესმენია („რესპუბლიკური პარტიიდან“), მან გასულ წელს კონგრესში ხელმეორედ კენჭისყრაზე უარი განაცხადა (რაკი აწონ-დაწონა ვითარება – ვინაიდან არ სურდა დაპირისპირებოდა თავისსავე თანაპარტიელს), ჰოდა, 2023 წლის 4 იანვრიდან ის „სი ენ ენის“ პოლიტიკური მიმომხილველი გახდა.

თუ გავითვალისწინებთ მის პოლიტიკურ კარიერას (ხუმრობა საქმე ხომ არ არის, იყო აშშ-ის უმაღლესი კანონმდებელი?!) და აწ უკვე პოლიტიკის მიმოხილვაზე პრეტენზიას, ცხადია, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ფრიად და ფრიად კარგად უნდა ერკვეოდეს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში; ყოველ შემთხვევაში, რასაც აკრიტიკებს – იმაში ზედმეტად კარგადაც, მაგრამ...

მაგრამ გასულ კვირას პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბ-ნმა კინზინგერმა „ტვიტერში“ საქართველოს ხელისუფლება დაამუნათა: „საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი ან დაგმეს რუსეთი? ჰეი, „ქართულო ოცნებავ“, იცით, რომ რუსეთი ომს აგებს?!“

დამეთანხმებით, გასაოგნებელია ასეთი, რბილად რომ ვთქვათ, არაინფორმირებულობა, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ სტატისტიკა ოხერია, ანუ, მათ შორის, აშშ-ის მოსახლეობაში, პოლიტიკოსების ჩათვლით, ისევე, როგორც სხვაგან, პროცენტულად იმდენივე შტერია, რამდენიც ქართულში, ყველაფერი თავის ადგილას დგება.

თუმცა აქ კიდევ ერთი დეტალია: თუ გადახედავთ ბ-ნი კინზინგერის „ტვიტერს“, აღმოაჩენთ, რომ ჩვენებური „ფორმულის“ მაყურებელია. შესაბამისად, ვფიქრობ, სტატისტიკასთან ერთად, მავნე კომპანიის ზეგავლენაც იგრძნობა (ოღონდ იმედია, რფ ომს მართლაც წააგებს).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი