პოლიტიკა

დედა-დედინაცვალი

№20

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 23.05, 2023 წელი

დედა-დედინაცვალი
დაკოპირებულია

ანუ მილიარდების მთვლელი

მაშინ, როდესაც, სახელდობრ, ჩვენ ეგზისტენციური პრობლემა გვაქვს (დაახლოებით, ასე: ყოფნა-არყოფნა, საკითხავი აი, ეს არის), Twitter-ის მფლობელმა, ანუ მილიარდერმა ილონ მასკმა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა, სამაგიეროდ კი კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და ტექნიკური დირექტორის თანამდებობებს შეითავსებს (ანუ არ დაიდარდოთ, რომ უმუშევრად დარჩა).

მაგრამ მთავარი ეს არ გახლავთ: იცით, რომ, ილონ მასკი მეორე ადამიანია მსოფლიოში, ვინც 200 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ქონება დააგროვა. მაგრამ, რაკი ამ დედამიწაზე ცხოვრება დიდ მოულოდნელობებსაც გულისხმობს, ახლა ის უკვე პირველი მეწარმეცაა მთელ მსოფლიოში, ვინც 200 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა (თუ სააგენტო „ბლუმბერგს“ ვერწმუნებით).

თუმცა თქვენ არც ამის გამო უნდა დაღონდეთ, ვინაიდან ამ მომენტისთვის ამ 51 წლის ბიზნესმენის ქონება 137 მილიარდი აშშ დოლარია.

ზემონახსენები 200-მილიარდიანი კლება კი ბოლო კვირების განმავლობაში „ტესლას“ აქციების ფასის ვარდნას გამოუწვევია, თუმცა თავად მასკი ირწმუნება, რომ „ტესლა“ ისე გამართულად მუშაობს, როგორც აქამომდე არასდროს უმუშავია.

აი, ასეთი მრავალფეროვანია ეს დაუნდობელი დედა-დედინაცვალი სამყარო: უკრაინა სისხლისგან იცლება, კონკრეტულად ჩვენ იმის მოლოდინი გვკლავს, როდის ან გვესვრის თუ არა რუსეთი, მსხვილ-მსხვილი გეოპოლიტიკური მოთამაშეები კი ერთმანეთის გაცურებას ლამობენ ჩვენნაირების ხარჯზე, აი, ილონ მასკი კი (ხან - დაკარგულ და ხან - ნაშოვნ) მილიარდებს ითვლის...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი