პოლიტიკა

ბრიტანული გაკვეთილი

№2

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 19.01, 2021 წელი

უინსტონ ჩერჩილი
დაკოპირებულია

კრილოვის მოტივებზე

მართალია წლის მიწურულს ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა მოახერხეს შეთანხმების მიღწევა და აწ ისე ივაჭრებენ, ანუ გაცვლიან საქონელს, რომ არც ერთი მხარე არ დაზარალდება (ანუ ეკონომიკურად კვლავ ევროკავშირული წესები შენარჩუნდება), მაგრამ, სამაგიეროდ, მეტად არასახარბიელო რამ მოხდა უკრაინისთვის.
კერძოდ, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული ზოგიერთი სანქცია მოუხსნა (პრინციპში, ეს არც იყო გასაკვირი, ვინაიდან ევროპამ ისედაც მოუხუჭა თვალი ყირიმის ანექსიას, როდესაც ევროსტრუქტურებში რუსეთის დელეგაცია დააბრუნა ხმის უფლებიანად).
თქვენ წარმოიდგინეთ, დიდმა ბრიტანეთმა თავის გემებს ყირიმის ნავსადგურებში (ქერჩი, იალტა, ევპატორია) შესვლის ნებართვაც მისცა და რუსული კომპანიისათვის სატვირთო მომსახურების ანაზღაურებისა.
მართალია, ეს მაინც არ არის დიდი მოულოდნელობა, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გარანტები იყვნენ აშშ, დიდი ბრიტანეთი და რუსეთის ფედერაცია, იმის სანაცვლოდ, რომ უკრაინამ ბირთვული იარაღი დათმო და არც დიდ ბრიტანეთსა და არც აშშ-ს თავი დიდად არ მოუკლავთ, რფ-მ რომ ეს შეთანხმება თავზე თავადაც გადაიხია და იმ ორსაც გადაახია ყირიმის ანექსიითა და დონბასსა და ლუგანსკში სეპარატიზის მხარდაჭერით, მაგრამ იმას კი შეგვახსენებს, რომ კარგად უნდა დავისწავლოთ ბრიტანელი ჩერჩილის შეგონება, რომ პარტნიორობა ილუზიაა და ერთისთვის მთავრდება იქ, სადაც მეორის ინტერესები იწყება (თუმცა არ დაგიმალავთ და, პირადად მე ბრიტანეთის ამ გადაწყვეტილებასაც ყირიმზე თურქეთის პრეტენზიას ვუკავშირებ, ოღონდ ეს საქმის არსს მაინცდამაინც არ ცვლის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი