პოლიტიკა

ამტანები

№12

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 28.03, 2023 წელი

ამტანები
დაკოპირებულია

ანუ უკანალის გამძლეობის იმედად?!

სანამ ჩვენ ერთმანეთს ვჭამთ ცოცხლად, აზერბაიჯანის მედიასაშუალებები გვამცნობენ ახალი თურქული სამყაროს შექმნის შესახებ (იგულისხმება თურქმანული წარმოშობის ხალხებით დასახლებული ქვეყნები), უზარმაზარი ტერიტორიითა და 200-მილიონიანი მოსახლეობით, იმავდროულად კი, ირანი (რუსეთის მოკავშირედ და დასავლეთის მტრად მოაზრებული) და საუდის არაბეთი (შტატების მოკავშირედ მოაზრებული) შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ არც იომებენ და უარს ამბობენ ერთმანეთის წინააღმდეგ სადაზვერვო საქმიანობაზეც კი.

ხოლო, სახელდობრ, ჩვენთან საპროტესტო აქცია გაიმართა, საყოველთაოდ ცნობილი „გირჩის“ ინიციატივით, რომელზედაც ჯან-ღონით სავსე ჩვენებურმა მამრებმა ჯარში გაწვევის ახალი სისტემა გააპროტესტეს (რომ გაწვევა შეეხება ყველას, ესა თუ ის რელიგიური მოწმობა ვერ უშველის და ჯარში სამსახური იქნება ჯარში სამსახური და არა ყარაულში დგომა). გააპროტესტეს, ვინაიდან ეს მონობააო.

ბუნებრივია, კაცია და გუნება, რომ არა ერთი „მაგრამ“: ხსენებული ორგანიზაციისა (ანუ „გირჩის“) და მისი მხარდამჭერებისთვის (ანუ გაგირჩებულებისთვის) მიუღებელია საქართველოს ფრთხილი პოლიტიკა რუსეთის ფედერაციისადმი. აქედან გამომდინარე კი, იბადება კითხვა, თუ ჯარში წასვლა მონობაა, როგორ უნდა გაუმკლავდე მტერს?! თუმცა, თუ გავიხსენებთ ატოცთან მათ მიერ მოშიშვლებულ უკანალებს (ოკუპანტებს რომ მიუშვირეს), იქნებ ამდენის ატანაც შეუძლია მათ, არ დავწერ, რას?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი