პოლიტიკა

აღმოსავლეთისკენ გადახრილი

№10

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 14.03, 2023 წელი

აღმოსავლეთისკენ
გადახრილი
დაკოპირებულია

ანუ ამბავი კრემლისა და „თალიბებისა“

ვფიქრობ, ყველას გვახსოვს, ავღანეთში ამბავი იმით დასრულდა, რომ იქიდან მოკავშირეთა ჯარები გამოვიდნენ, დემოკრატიას რომ იცავდნენ ავღანეთის ტერიტორიაზე (მათ შორის, ჩვენი სამხედრო კონტინგენტიც, ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო პროვინციაში და რაზედაც დიდ იმედს ვამყარებდით საქართველოს „ნატოში“ გაწევრიანების გზაზე), ძალაუფლება „თალიბანმა“ აიღო ხელში, მათ პირისპირ დაუცველები დარჩნენ კოალიციასთან მოთანამშრომლე ავღანელებიც და აურაცხელი შეიარაღებაც.

ჩვენ არ ვიცით, რა ბედი ეწიათ, რომლებიც „თალიბანს“ ებრძოდნენ დასავლური კოალიციის მხარდამხარ;

არც იმ შეიარაღების ამბავი ვიცით, საიდანაც აუცილებლად გაისვრიან, როცა ამის დრო მოვა და სისხლის გუბეებსაც დააყენებენ, მაგრამ, სამაგიეროდ, შევიტყვეთ, რომ რფ და „თალიბანი“ სავაჭრო კავშირს ქმნიან (ერთ აშშ მილიარდდოლარიანს) და მათთან მიერთებას ირანი და პაკისტანი აპირებენ.

რუს ენერგეტიკოსებს ქაბულში უკვე ჩაუტანიათ თავიანთი ენერგოპროექტი, ხოლო „თალიბანს“ კი კონსორციუმი შეუქმნია რუსული, ირანული და პაკისტანური კომპანიებისგანო.

საქმე ისაა, რომ დღეს ავღანეთში, თურმე, დღე-ღამეში მხოლოდ საათ-ნახევარსაა ელექტროენერგია და ეს ვითარება სასწრაფოდ უნდა გამოვასწოროთო, – აცხადებს რუსეთის მუსლიმთა საქველმოქმედო პატრიოტული ფონდის თავკაცი/ ვინმე რუსტამ ჰაბიბულინი (გვესმის, ხომ, პოლიტიკური აქცენტების რაობა?!).

„თალიბების“ მოტივები გასაგებია, მაგრამ ერთობ უცნაურია რფ-ის ქცევა, იმიტომ რომ ეს ორგანიზაცია რუსეთის ტერიტორიაზე აკრძალულია, მაგრამ, რაკი ნათქვამია, გაჭირვება მაჩვენე, გაქცევას გაჩვენებო, აშკარაა, რუსეთი აღმოსავლეთისკენ გადაიხარა. რთული სათქმელია, რა გამოდნება აქედან კრემლის სახეირო (გრძელვადიან პერსპექტივაში), მაგრამ ისეთი არეულობაა დედამიწაზე, ისიც კი მოძველებული და რბილად ნათქვამია, ვისი გასაღები ვის როიალშია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი