ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

ავტორი: „თბილისელები“ 14:32 17.11, 2020 წელი

შეცდომაა-სწორია Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

თავს დაეცა (ერთი კაცი) და არა თავს დაესხა 
(მაგრამ – თავს დაესხნენ (ბევრნი).

ინტუიციური და არა ინტუიტიური (რუსული კალკი),
(მაგრამ – ინტუიტივიზმი).
იორქშირი და იორკშირი.
კვირები და არა კვირეები.
კვორუმი და არა ქვორუმი.
კიმონო და არა კიმანო.
კისრისტეხით და არა კისრისმტვრევით.
კონცერტმაისტერი და არა კონცერტმეისტერი.
კონცეფცია და არა კონცეპცია,
(მაგრამ – კონცეპტი).
კოსმოსური და არა კოსმიური.
კუ-კლუქს-კლანი და არა კუ-კლუს-კლანი.
კურაპალატი და არა კუროპალატი.
ლირიკული და არა ლირიული.
(საწყისი ფორმა – ლირიკა).
რომანტიკული და არა რომანტიული
(საწყისი ფორმა – რომანტიკა).
უკუვაგდებ და არა ვუკუაგდებ.
ხელვყოფ და არა ვხელყოფ.
ჰემფშირი და არა ჰემპშირი.


გრამატიკული ნორმების დარღვევის შედეგად დამკვიდრებული არასწორი ფორმები

ალექსანდრეს ბაღი და არა ალექსანდროვის ბაღი.
დამყნილი, დამყნობილი და არა დამყნული.
ერევნელის მოედანი (ახლანდელი თავისუფლების მოედანი) და არა ერევნის მოედანი.
მიხეილის საავადმყოფო და არა მიხაილოვის საავადმყოფო.
მოოქრული და არა მოოქროვილი.
ფარშავანგი და არა ფარშევანგი.
ფუნიკულიორით ავედი მთაწმინდაზე და არა ფუნიკულიორზე ავედი
(ფუნიკულიორი არის მთის ფერდობზე დაგებული ვიწრო რკინიგზა, რომელზეც მცირე ზომის ვაგონები საბაგირო წევით მოძრაობენ).
შერაცხილი და არა შერაცხული.


P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.


რუბრიკას უძღვება
თამარ ზამთარაძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი