ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№47

ავტორი: „თბილისელები“ 16:08 23.11, 2020 წელი

დონალდ ტრამპი
დაკოპირებულია

აბედვინებს, აკვლევინებს და არა აბედინებს, აკვლევიებს.
ვავადმყოფობ და არა ავადვმყოფობ.

ვსულდგმულობ და არა სულვდგმულობ.
ნათელვყავი და არა ვნათელყავი.
საეჭვო და არა საეჭველი.
სიმპათიური და არა სიმპატიური.
უარვყოფ და არა ვუარყოფ.
შეახრჩოლებს და არა შეახრჩოლავს.
ჩაქრა და არა ჩაქვრა.
ცხადვყოფ და არა ვცხადყოფ.
წვრთნა და არა წრთვნა.
ხელკავი და არა ხელმკლავი.


გრამატიკული ნორმების დარღვევის შედეგად დამკვიდრებული არასწორი ფორმები


ავანტიურა და არა ავანტურა.
ამოძრომა და არა ამოძვრომა.
აღვიქვი და არა აღვითქვი
(აღქმა – გაგება, გაცნობიერება; აღთქმა – ფიცის დადება).
ბრონქები, ბრონქიტი და არა ბრონხები, ბრონხიტი.
ინდულგენცია და არა ინდულიგენცია.
იხმარება, მოხმარება და არა ხმარებაშია, მოხმარებაშია.
კარამელიზებული და არა კარამელიზირებული.
კილერი და არა ქილერი.
ლატარია და არა ლატარეა (რუსულის კალკია).
მოუსყიდველი და არა მოუსყიდავი.
სისტემატურად ხდება და არა სისტემურ ხასიათს ატარებს.
უძღოდა და არა უძღვოდა
(მაგრამ – უძღვის).
შეერივნენ, შეესივნენ, დაეწივნენ, მიეხვივნენ და არა შეერიენ, შეესიენ, დაეწიენ, მიეხვიენ.
შეჰპირდა საჩუქარს და არა შეპირდა საჩუქარი.


P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.
რუბრიკას უძღვება
თამარ ზამთარაძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი