მედიცინა

ზღმარტლის სამკურნალო თვისებები

№11

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 24.03, 2023 წელი

ზღმარტლი
დაკოპირებულია

ზღმარტლს ახასიათებს განსაკუთრებული თავისებურება. მისი მაგარი ნაყოფი დამწიფებამდე ნაკლებად გამოსაყენებელია. თუმცა, თუ მოვკრეფთ და გრილ და მშრალ ადგილზე დავაწყობთ და დავტოვებთ, მალე საჭმელად სასიამოვნოდ ვარგისი ხდება.

განსაკუთრებით ფასეულია ზღმარტლი იმ ადამიანებისთვის, ვისაც აწუხებს ჰიპერტონია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასთმა, დიაბეტი. ის ხელს უწყობს თირკმელებიდან კენჭების გამოდევნას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, წმენდს ღვიძლსა და სისხლძარღვებს, ნაწლავებს. გაითვალისწინეთ, რომ მწიფე ნაყოფი კარგია შეკრულობის დროს, ხოლო მკვახე – ფაღარათისას.

განსაკუთრებით სასარგებლოა ზღმარტლის ფოთლები, რადგან მათში დიდი რაოდენობითა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები. ეს სასარგებლო ნივთიერებები აძლიერებენ ორგანიზმის დამცავ ძალებსა და ეხმარებიან მას დიაბეტთან ბრძოლაში. კარგია პირღებინებისას, დიარეისა და დეპრესიული მდგომარეობის დროს. ფოთლების ნაყენი გამოიყენება ანგინის დროს.

ზღმარტლის ნაყენის დამზადების რეცეპტი:

• ნაყენის დასამზადებლად აადუღეთ 500 მილიგრამი წყალი და დაუმატეთ 1 სადილის კოვზი ზღმარტლის მშრალი ფოთოლი. გააჩერეთ თერმოსში 3 საათი, შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ ჭამამდე 20 წუთით ადრე 50 მილიგრამის ოდენობით. კურსი გრძელდება 2 კვირა, შემდეგ აუცილებელია რამდენიმეთვიანი შესვენება. ნაყენი ორგანიზმს წმენდს მარილებისგან, მძიმე ლითონებისგან, შლაკებისგან.

ზღმარტლის ნაყოფში ასევე არის მთრიმლავი ნივთიერებები, რომლის წყალობით მას აქვს ჭრილობის შეხორცების, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და სისხლის აღდგენის უნარი. ნაყოფი ორგანიზმს ეხმარება სისხლის შემადგენლობის გაუმჯობესებაში, პექტინის წყალობით კი ორგანიზმიდან გამოაქვს ქოლესტერინი. ზღმარტლში არსებული დიდი რაოდენობის მოლეკულური წყალი ხელს უწყობს ტოქსინებისა და შლაკების გამოდევნას.

იოდის, თუთიის, სელენისა და მანგანუმის წყალობით, რომლებიც იმუნიტეტზე არიან პასუხისმგებელი, ზღმარტლი აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა და კუჭქვეშა ჯირკვლების მუშაობას. კალციუმი ამაგრებს ძვლოვან სისტემას და დადებითად მოქმედებს თმისა და ფრჩხილების მდგომარეობაზე. მაგნიუმი კი ნერვული და კუნთოვანი სისტემის ფუნქციონირებას უწყობს ხელს.

A ვიტამინის წყალობით, ზღმარტლი დადებითად მოქმედებს თვალის ჯანმრთელობაზე.

ზღმარტლის გამოყენება არ შეიძლება კუჭის წვენის გაზრდილი მჟავიანობის, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ანთების დროს.

სიფრთხილით უნდა მივცეთ ბავშვებს და გავითვალისწინოთ, რომ ზღმარტლმა, შესაძლოა, ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. ფრთხილად უნდა მიიღოს ზღმარტლი მეძუძურმა დედამ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი