მედიცინა

ვის ემართება ბოტკინი

№7

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 25.02, 2021 წელი

ვის ემართება ბოტკინი
დაკოპირებულია

A ჰეპატიტი ძალიან გადამდები ღვიძლის ინფექციაა. A ჰეპატიტი წლების განმავლობაში სხვადასხვა სახელწოდებით იყო ცნობილი. მათ შორის: ინფექციური ჰეპატიტი, ეპიდემიური ჰეპატიტი, ბოტკინი. ეს იწვევს ანთებას და ზემოქმედებს ღვიძლის ფუნქციონირების უნარზე. ადამიანი, ძირითადად, ინფიცირდება: დაბინძურებული წყლით, საკვებით, ინფიცირებულ პირთან და საგანთან ახლო კონტაქტით.

პრევენცია

ბოტკინისგან თავის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდი არის პირადი ჰიგიენის დაცვა. აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა. რისკ-ჯგუფში მყოფ პირებს კი ვაქცინაცია უტარდებათ.

სიმპტომები

* მოულოდნელად აღმოცენებული გულისრევა და ღებინება;

* ტკივილი და დისკომფორტი მუცლის არეში;

* კუჭის მოქმედებისას თიხისფერი განავალი;

* დაღლილობა;

* უმადობა;

* დაბალი ტემპერატურა;

* მუქი ფერის შარდი;

* სიყვითლე;

* სახსრების ტკივილი;

* ქავილი.

A ჰეპატიტს იწვევს ვირუსი, რომელიც აინფიცირებს ღვიძლის უჯრედებს და იწვევს ანთებას. ვირუსი, ძირითადად, ვრცელდება დაბინძურებული საკვებისა და სასმელის მიღების შედეგად. თუმცა, ინფექცია არ გადადის დაცემინებით ან ხველით.

A ჰეპატიტი შეიძლება, დაემართოს ყველას, ვისაც ის ჯერ არც გადაუტანია და არც ვაქცინაცია ჩაუტარებია.

რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან:

* ჰომოსექსუალი მამაკაცები;

* ნარკოტიკების მომხმარებლები;

* ადამიანები, რომლებმაც ისეთ ქვეყანაში იმოგზაურეს, სადაც A ჰეპატიტია გავრცელებული;

* ადამიანები, რომლებსაც უშუალო კონტაქტი ჰქონდათ A ჰეპატიტით დაავადებულთან;

* დაავადებულთან სქესობრივი კონტაქტის მქონე პირები.

ვირუსული ჰეპატიტის სხვა ტიპებისგან განსხვავებით, A ჰეპატიტი არ იწვევს ღვიძლის ხანგრძლივი დროით დაზიანებას. ძალიან იშვიათ კლინიკურ შემთხვევებში კი ბოტკინის გამო შესაძლოა, ღვიძლმა ფუნქციონირების უნარი სრულიად მოულოდნელად დაკარგოს. ეს რისკი არსებობს ხანდაზმულ პაციენტებში და ღვიძლის ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებთან. ღვიძლის მწვავე უკმარისობის დროს შესაძლოა, საჭირო გახდეს ღვიძლის ტრანსპლანტაცია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი