მედიცინა

უმკურნალეთ სახსრებს

№40

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 14.10, 2021 წელი

სახრების ტკივილი
დაკოპირებულია

რევმატული დაავადებები მრავალფეროვანია. მათი მიმდინარეობა ძირითადად ქრონიკულია და, შესაბამისად, მუდმივ ყურადღებას მოითხოვს. მწვავე პერიოდში საჭიროა მედიკამენტური მკურნალობა. პარალელურად, კარგია ფიზიოთერაპიისა და კურორტული მკურნალობის ჩატარება. სახსრების ქრონიკული დეგენერაციული დაავადებების დროს დაზიანებული სახსრები ზედმეტი დატვირთვისგან უნდა დავიცვათ. ქვედა კიდურების სახსართა ოსტეოართროზის დროს რეკომენდებულია ისეთი აქტივობის შეზღუდვა, როგორიც არის სირბილი, ხტომა, ჩაბუქვნა. სახსრების მდგომარეობას აუარესებს და ტკივილს აძლიერებს სწრაფი და ხანგრძლივი სიარული, განსაკუთრებით – უსწორმასწორო ზედაპირზე, ასევე, აღმართზე ასვლა, კიბეზე ასვლა-ჩასვლა. გარდა ამისა, უნდა ვერიდოთ სიმძიმეების აწევასა და გადატანას. ყველა ამ სახის აქტივობის დროს დაზიანებულ სახსრებზე მოქმედებს ძალა, რომელიც გაცილებით აღემატება სხეულის წონას და უკვე სახეცვლილი ხრტილისთვის საზიანოა.

სახსართა ოსტეოართროზის დროს მიზანშეწონილია:

👉წონის კორექცია;

👉სწორი კვება;

👉მოხერხებული ფეხსაცმლის ტარება;

👉 სამკურნალო ვარჯიშები.

სპორტის სახეობათაგან ყველაზე მისაღებია ცურვა. რევმატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობა აუცილებლად ექიმმა რევმატოლოგმა უნდა ჩაატაროს.

ყველა სახის რევმატიზმისა და სახსრების ტკივილის დროს კარგი საშუალებაა, მიიღოთ მოცვის ფოთლების წვენი თაფლით 2-ჯერ დღეში 50 გრამი ჭამამდე 1 საათით ადრე, 1 თვის განმავლობაში. ეს ნაყენი რეკომენდებულია ყველა ტიპის რევმატიული დაავადების, მხედველობის პრობლემებისა და გაციების დროს. ასკილის ფესვების ნახარში თაფლთან ერთად რევმატიზმისა და ორგანიზმის გაწმენდისთვის გამოიყენება. ზემოთ ჩამოთვლილ დაავადებებს და ასევე, ჰეპატიტს ძალიან უხდება გირჩის მურაბა, რადგან ის, ამავე დროს, იმუნომოდულატორი და ანტიოქსიდანტია.

სახსრების დაავადებისას ეფექტურია ქაცვის წვენი. წინა საღამოს დაყენებული ქაცვის, თაფლისა და ლიმონის წვენი ერთად; მუქი იასამნის ყვავილების სპირტიანი ხსნარი – 30 წვეთი, დღეში 2-ჯერ, ჭამამდე, 10 დღით ადრე; 100 გრამი თაფლისა და 150 მილილიტრი სტაფილოს წვენის ნარევი – 3 სადილის კოვზი 2-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 2 კვირის განმავლობაში.

აიღეთ თითო ჩაის კოვზი მარილი, სოდა და თაფლი. დაუმატეთ 7 წვეთი იოდი. წაისვით მტკივნეულ ადგილზე, შეიხვიეთ შალის ნაჭრით. 15-20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ, გაიმშრალეთ და თბილად შეიხვიეთ. გაიმეორეთ ყოველდღე. კურსი – 10 დღე. ეს პროცედურა სახსრების ყველა დაავადებას უხდება.

1 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ არყის კვირტებს მინის ჭურჭელში დავასხათ 100 გრამი 70-პროცენტიანი სპირტი. დადგით 1 კვირა ოთახის ტემპერატურაზე. გაწურეთ და მიღებული ხსნარი მტკივნეულ სახსრებში შეიზილეთ დღეში 4-5-ჯერ.

სახსრებზე წაისვით თბილი თაფლი (ცხელ ჭიქაში გქონდეთ) 4 ფენის რაოდენობით: წაისვამთ ორი თითით თბილ თაფლს წრიული მოძრაობით. შეშრობის შემდეგ ისევ გაიმეორებთ და ასე ოთხჯერ. შემდეგ შეიხვიეთ თბილი ბამბის ქსოვილით. პროცედურა შეასრულეთ საღამოს. კურსი – 10 დღე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი