მედიცინა

წითელი მოცვის შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები

№29

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 29.07, 2021 წელი

მოცვი
დაკოპირებულია

ხალხურ მედიცინაში წითელი მოცვის კენკრაც გამოიყენება და ფოთლებიც, ორივეს ძალიან სასარგებლო შემადგენლობა აქვს. კენკრა შეიცავს 12%-მდე შაქარსა და ორგანულ მჟავებს (ლიმონის, ვაშლის, ბენზოლის), ვიტამინებს, ფოთლები კი – 7%-მდე არბუტინს, ფლავონოიდებს, ტანინებს, ორგანულ მჟავებსა და C ვიტამინს.

კენკრა შეიცავს არბუტინსაც თუმცა ნაკლები კონცენტრაციით. ამასთან, სწორედ, ის აგებს პასუხს წითელი მოცვის ბაქტერიციდულ და შარდმდენ მოქმედებაზე. ამისთვის ფოთლებისგან ამზადებენ ნახარშებს, რომლის მიღებაც რეკომენდებულია ცისტიტის, შარდკენჭოვანი დაავადებებისა და ართრიტის დროს. მის მოსამზადებლად 1 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გაათბეთ ორთქლის აბაზანაზე 30 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც უნდა გააგრილოთ და გადაწუროთ. დალიეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე. მიიღეთ ნახარში 20-დღიანი კურსებით, 10-დღიანი შესვენებების შუალედით. ძლიერი შარდმდენი მოქმედების გამო ორგანიზმიდან ირეცხება მინერალური ნივთიერებები, თუმცა თქვენი ანამნეზიდან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ კონსულტაციას ექიმთან გაივლით.

ცისტიტის დროს, რეკომენდებულია ისეთი ნაკრებების მიღება, რომელთა შემადგენლობაშიც შედის წითელი მოცვი, კრაზანა და გვირილა. 2 სადილის კოვზ მცენარეულ ნაკრებს დაასხით 0.5 ლიტრი მდუღარე წყალი და დააყენეთ მთელი ღამით თერმოსში. მიირთვით 3/4 ჭიქის ოდენობით დღეში 4-5-ჯერ, საკვების მიღებამდე, 2 თვის განმავლობაში.

წითელი მოცვის ფოთლების ნაყენს აქვს მკუმშავი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ეს საშუალება, ასევე, გამოიყენება გასტრიტის პროფილაქტიკისთვის და რეკომენდებულია მათთვის, ვისაც შაქრიანი დიაბეტი აწუხებს. გარდა ამისა, ის დამამშვიდებელი მოქმედებითაც ხასიათდება.

გაითვალისწინეთ, რომ კენკრა ამცირებს ქოლესტერინის დონეს, არეგულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას. ის მხედველობასაც კი აუმჯობესებს. დაბალი მჟავიანობის გასტრიტის, ფაღარათის, პოდაგრისა და რევმატიზმის დროს ექიმები პაციენტებს ნედლი, მოხარშული ან ჩალბობილი კენკრის მირთმევას ურჩევენ. შაქრიანი დიაბეტისა და მომატებული წნევის დროს კი – წითელი მოცვის წვენისა და ფოთლებით დამზადებული საშუალების მოხმარებას. მოცვის წვენს ანტისეპტიკური თვისებებიც აქვს.

მოცვის ფოთლები იკრიფება აპრილში, სანამ აყვავება დაიწყება, ან ოქტომბერში, როცა მცენარე წყვეტს ნაყოფის გამოღებას. მოკრეფასა და გამოშრობის პროცესის დაწყებას შორის უნდა გავიდეს არაუმეტეს 5-6 საათი: ეს საშუალებას მოგცემთ, შეინარჩუნოთ ყველა სასარგებლო თვისება. ფოთლები მოათავსეთ ჩრდილში, არ უნდა გამოაშროთ ღია მზეზე, რადგან ამ შემთხვევაში ნედლეული გამუქდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი