მედიცინა

წარმატებული ზოგადი ქირურგი და ენდოსკოპისტი ირაკლი პირველაშვილი – კუჭის ბალონირებაზე, ბოტოქსსა და მათ შედეგებზე

№23

ავტორი: ინა სიმონია 17:35 14.06, 2021 წელი

ირაკლი პირველაშვილი
დაკოპირებულია

ახალგაზრდა, წარმატებულ ზოგად ქირურგს, ლაპარასკოპისტსა და ენდოსკოპისტს – ირაკლი პირველაშვილს სამედიცინო სფეროსთან ოჯახური კავშირი აქვს, მაგრამ საკუთარი წარმატებისთვის დამოუკიდებლად იბრძოლა და დღემდე ცდილობს, არ ჩამორჩეს მსოფლიო მედიცინის სიახლეებს და მუდმივად მუშაობს კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის.

ირაკლი პირველაშვილი: 2007 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე და კლინიკური ორდინატურის გასავლელად მოსკოვში წავედი. ორდინატურის შემდეგ რამდენიმე წელი მოსკოვში ვმუშაობდი ქირურგად, მოგვიანებით დამატებით კვალიფიკაცია ავიმაღლე როგორც ენდოსკოპიაში, ისე ლაპარასკოპიულ ქირურგიაში. კვალიფიკაციის ასამაღლებლად გარკვეული პერიოდით ვიყავი კიევში, სადაც დავეუფლე კეთილთვისებიანი წარმონაქმნების მოკვეთას კუჭიდან და მსხვილი ნაწლავიდან ენდოსკოპიური მეთოდით (ლორწქვეშა დისექციები).

– ბატონო ირაკლი, რა სახის ოპერაციებს აკეთებთ?

– მუცლის ღრუს თითქმის ყველა ოპერაციას ვაკეთებ ლაპარასკოპიული მეთოდით, სანაღვლე გზების, ასევე, საყლაპავი მილის სტენტირება მექანიკური სიყვითლეების, საყლაპავი მილის სიმსივნური წარმონაქმნებით გამოწვეული გაუვალობის დროს. რაც შეეხება ენდოსკოპიურ სერვისს – კუჭის გამოკვლევა, სრული გასტროსკოპია, ასევე, ბრონქოსკოპია – ბრონქების გამოკვლევა, კოლონოსკოპია. ჩამოთვლილი კვლევებისთვის გვაქვს შესაბამისი ტექნიკური ულტრათანამედროვე აღჭურვილობა.

– დიდი წარმატებით ახორციელებთ კუჭის ბალონირების პროცედურასაც.

– დიახ, ჩვენთან ფრანგული წარმოების ბალონით წარმატებით კეთდება კუჭის ბალონირება. თუ ენდოკრინოლოგთან ვიზიტის შემდეგ დადასტურდა, რომ ხელის შემშლელი ფაქტორები არ არსებობს, ვაკეთებთ ბალონირების პროცედურას.

– როგორია ბალონირების პროცედურის შედეგი?

– ამ პროცედურის მეშვეობით პაციენტი, საშუალოდ, 10-დან 25 კილოგრამამდე იკლებს.

– რამდენ ხანს გრძელდება პროცედურა?

– ბალონირების პროცედურის ხანგრძლიობა 10 წუთია. 6 თვის მერე ბალონს უკან ვიღებთ. ბალონირების გარდა, ასევე, ვაკეთებთ კუჭის ბოტოქსსაც, ლორწქვეშ, სპეციალურად ისეთ ადგილებში შეგვყავს ბოტოქსი, სადაც გამომუშავდება გრელინის ჰორმონი.

– რა განსხვავებაა ბალონირებასა და ბოტოქსს შორის?

– ძირითადი განსხვავება პროცედურულია, ეფექტი ორივეს ერთნაირი აქვს.

– სამედიცნო სფერო და მით უმეტეს, ქირურგია უცხო არასდროს იყო თქვენთვის, მამა წარმატებული ქირურგია.

– მამა – ანდრო პირველაშვილი, ზოგადი ქირურგია მრავაწლიანი გამოცდილებით. თითქმის 50 წელი რუსთავში მუშაობდა, აბასთუმანში კი, წლების განმავლობაში, გულმკერდის ქირურგი იყო. დღესაც მოქმედი ქირურგია, ერთად ვმუშაობთ და ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას.

– ოჯახი გაგვაცანით.

– მყავს მეუღლე – ზანდა კუტივაძე, რომელიც ექიმი–ენდოსკოპისტია და სამი შვილი – ორი ბიჭი და ერთი გოგონა.

– საქართველოში როდის დაბრუნდით და აქ როგორ განვითარდა თქვენი კარიერა?

– საქართველოში 2012 წელს ჩამოვედი და სხვადასხვა პერიოდში ბევრ კლინიკაში მომიწია მუშაობა. ამჟამად, ძირითადად ვარ ივანე ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში. ამ ეტაპისთვის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასა და „ნიუ ჰოსპიტალსში“ ვარ მოწვეული სპეციალისტი სანაღვლე გზების ენდოსკოპიაში.

– რა არის თქვენი დევიზი?

– შინაგანი დევიზი არასოდეს მქონია. სანამ ცოცხალი ვარ, არ მინდა, წარმოვთქვა ფრაზა: „ეს ჩემთვის ძალიან რთულია“!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი