მედიცინა

შოთა თედორაძის ახალი, ულტრათანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტომატოლოგიური კლინიკა „Pier“ - თქვენი ჯანმრთელი და თავდაჯერებული ღიმილის სამსახურში

№36

ავტორი: ნინო საყვარელიძე 16:40 17.09, 2021 წელი

შოთა თედორაძე
დაკოპირებულია

ახალგაზრდა, წარმატებული და ბევრისთვის კარგად ცნობილი და საყვარელი ექიმი სტომატოლოგი შოთა თედორაძე დღევანდელი ქართული სამედიცინო რეალობის ნამდვილი აღმოჩენაა. მისთვის პაციენტი პირველ რიგში ადამიანია, რომელსაც სჭირდება მაქსიმალური გულისხმიერება ექიმის მხრიდან. შოთა თედორაძემ სულ ახლახან თბილისში გახსნა სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტომატოლოგიური კლინიკა - ,,Pier”, სადაც პაციენტი თავიდან ბოლომდე ჩართული იქნება მისი მკურნალობის პროცესში, მიიღებს პროფესიონალთა გუნდის უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, მასზე მორგებული ყველა პირობით.

შოთა თედორაძე განსაკუთრებით სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა, მასთან შეხვედრისას მიხვდებით, რომ თქვენ მისი მორიგი პაციენტი კი არა, უმაღლესი ღირებულების მქონე ადამიანი ხართ, რომელიც მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს. ჩვენი ღრმა რწმენით, ეს ადამიანი ძალიან მალე იტყვის თავის ახალ, ღირსეულ სიტყვას არა მხოლოდ ქართულ სამედიცინო რეალობაში. ჩვენ მას დიდ წარმატებებს ვუსურვებთ, რისთვისაც საჭირო ყველა თვისებითაა დაჯილდოებული.

-ბატონო შოთა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ახალგაზრდა ხართ, ხალხი გიცნობთ, გენდობათ და გაღიარებთ შესაბამისად საკმაოდ პოპულარული ხართ და ძალიან საინტერესოა თქვენი რჩევები, რასაც სოციალური ქსელის მეშვეობით გვიზიარებთ, როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია თქვენდამი ამხელა აუდიტორიის ინტერესი?

შოთა თედორაძე: ჩემდამი ინტერესი ვფიქრობ, ჩემი გულწრფელობიდან გამომდინარეობს, ჩემი აზრით, სამყაროში და სახელმწიფოში ყველაზე დიდ ღირებულებას ადამიანი წარმოადგენს და ჩვენი შრომაც ამ ერთი ინდივიდის გარშემო უნდა ტრიალებდეს, რომელიც საბოლოო ჯამში მთლიან კაცობრიობას წარმოადგენს. როდესაც ექიმი ამ ღირებულებიდან გამოდის, მაშინ ყველაფერი სწორად მიდის მის ქმედებებსა და ზრახვებში. რაც შეეხება რჩევებს რომლებსაც მე ვაძლევ საზოგადოებას, ეს არ არის ჩემი მოსაზრებები ანუ ჩემი მოფიქრებული, ეს არის დასავლეთის დიდი კვლევებისა და გამოცდილების შედეგად მიღებული ცოდნა პროტოკოლები და გაიდლაინები, რომელიც ხელშეუხებლად მიმაქვს საზოგადოებამდე.

-რა არის თქვენი ძირითადი მიმართულება?

-ჩემი ძირითადი მიმართულებაა მთლიანი პირის ღრუს რეაბილიტაცია, ფუნქცია და ესთეტიკა, ერთხელ იწესრიგებს ადამიანი პირის ღრუს თავიდან ბოლომდე და შემდგომ ის წყვეტს ექიმთან სიარულს მკურნალობის მიზნით მხოლოდ მონიტორინგს გადის 6 თვეში ერთხელ.

-ხშირად გყავთ პაციენტები სხვადასხვა ქვეყნებიდან, თქვენი აზრით, რატომ ირჩევენ უცხოელი პაციენტები ქართველ სტომატოლოგებს?

-ძირითადი მიზეზი ფულის დაზოგვაა, ზოგადად მოგეხსენებათ საქართველო ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით ერთ-ერთი კარგი ადგილია, ვგულისხმობ ბიზნესზე დაკისრებულ მცირე ოფიციალურ გადასახადებს და ეს გვაძლევს საშუალებას რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალი ფასით ვაწარმოოთ სერვისი ანუ ექსპორტი ვაწარმოოთ ადვილად და ეფექტურად. ამასთან კი ეს ფაქტი ექიმს კარგ შემოსავალს და კარგი განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს. (ვისაც ამის სურვილი აქვს) გარდა ამისა, ბევრმა უცხოელმა პაციენტმა მითხრა რომ არსებობს ასეთი გავრცელებული მოსაზრება - „თუ გინდა კარგი კბილები გაიკეთო, უნდა ჩახვიდე საქართველოში“ ძალიან საინტერესოა მათი დამოკიდებულება და სასიხარულო.

-რა არის თქვენი მაქსიმუმი?

-საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორანტი ვარ და ლექციებს ვკითხულობ საქართველოს უნივერსიტეტსა და ევროპის უნივერსიტეტში, რაც შეეხება საბოლოო დანიშნულების ადგილს ამ ეტაპზე ასე ვფიქრობ, მინდა შევქმნა ისეთი მომავლის კლინიკა სადაც რამდენიმე საკითხი იქნება საკვანძო : პროფესიონალიზმი, ადამიანი როგორც ღირებულება და ეთიკა. ამ სამი საკითხის შერწყმა და იმპლემენტაცია აკლია თანამედროვე მედიცინას. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში სადაც ყველაფერი კაპიტალიზმმა გადაყლაპა, მართალია კაპიტალიზმის გარეშე ვერ განვითარდებოდა კაცობრიობა ისე როგორც ახლა არის მაგრამ დღეს როგორმე უნდა წავგლიჯოთ კაპიტალიზმს ის ღირებულებები რომელიც დაიკარგა ამ გზაზე. საჭიროა ადამიანის უმაღლესი ხარისხის მომსახურება,მის ყველა ასპექტში. პირველ ადგილზე მისი პიროვნების, ჯანმრთელობის დაყენებაა მნიშვნელოვანი,ასევე პრევენციის წინა პლანზე წამოწევა რომ ადამიანთან სიცოცხლე უფრო ხანგრძლივი და მოქმედი გავხადოთ.

-თქვენ ამ ყველაფრის შესაცვლელად, ალბათ, საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრა გჭირდებათ, გიფიქრიათ დეპუტატობაზე?

-დეპუტატობაზე არ მიფიქრია, იმიტომ რომ დეპუტატები არ არიან ისინი ვისაც რეალურად რამის შეცვლა შეუძლიათ. ასე რომ ყოფილიყო აუცილებლად ვიფიქრებდი მასზე. ვფიქრობ ხალხი, მათი ცნობიერება და მეცნიერება ცვლის ყველაფერს. ყველაზე დიდი დეპუტატი მაშინ ხარ როდესაც შეგიძლია ადამიანის ცნობიერება შეცვალო, შეცვალო მისი ცხოვრების პირობები უკეთესობისკენ როცა შეგიძლია ამისთვის იბრძოლო,იშრომო. მაგალითად მე თუ ჩემი სიცოცხლის განმავლობაში პირობითად 200000 ადამიანს მოვემსახურები და მათ ცნობიერებასა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ვიქონიებ გარკვეულ დადებით გავლენას და შევცვლი უკეთესობისკენ, გაცილებით მეტს გავაკეთებ ვიდრე ნებისმიერი გავლენიანი დეპუტატი.

-ძალიან მალე გახსნით საკუთარ კლინიკას, რითაც ახალ სიტყვას იტყვით ქართულ სამედიცინო რეალობაში, მოგვიყევით, რა შესაძლებლობების იქნება და რას შესთავაზებთ პაციენტებს?

-ეს იქნება ნამდვილი ესთეტიკური სტომატოლოგია, მაგრამ ეს არ იქნება ის ესთეტიკური სტომატოლოგია, რასაც დღევანდელი კლინიკების აბსოლუტური უმრავლესობა გულისხმობს, აუცილებლად შევქმნით მენეჯმენტის ისეთ მაღალ დონეს , რაც ჯერ არ ყოფილა საქართველოში. სხვადასხვა პერიოდით ვმუშაობდი საკმაოდ კარგ და აღიარებულ სტომატოლოგიურ კლინიკებში და ყველაზე დიდი ხარვეზი რაც ამ პერიოდში დავინახე, იყო ფასის შეუსაბამო მომსახურება,მაშინ როცა სრულიად თავისუფლად იყო შესაძლებელი ამის მიღწევა. ხშირად პაციენტები ვერ იღებდნენ იმ დონის მომსახურებას რა მოლოდინიც ჰქონდათ ფასიდან გამომდინარე. დღევანდელი თანამედროვე ადამიანი დაკავებულია სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გამეკეთებინა კლინიკა, რომელიც მორგებული იქნება ადამიანის დროზე. ჩვენ ორიენტირებულები ვართ იმგვარი დამატებითი სერვისების არსებობაზე კლინიკაში რომელზეც წარმოდგენაც კი არ აქვს არც ერთ მათგანს თუ რა შეიძლება ეს იყოს. (პაციენტებს არ მოუწევთ ლოდინი) ასევე მოვერგებით მათ პიროვნულ მოთხოვნილებებს. პაციენტი კი არ მოერგება კლინიკას, არამედ თავიდან ბოლომდე ჩვენ მოვერგებით მას. ეს იქნება საკმაოდ მობილური პროცესი, რომელიც დროთა განმავლობაში დახვეწას საჭიროებს თუმცა საკმაოდ კარგ დონეზე ვართ ასული. რადგან ეს მიმართულება ავიღე ამით უკვე განვსხვავდები სხვა სტომატოლოგიურ კლინიკებისგან. მეყოლება ჯგუფი, რომელიც პაციენტის შემოსვლისთანავე, მხოლოდ მისი - ერთი ადამიანის ირგვლივ იქნება მობილიზებული. დაახლოებით ხუთი ადამიანი იმუშავებს ერთ პაციენტზე, ჩატარდება ციფრული პროტოკოლით ფოტოების გადაღება, რენდგენოლოგიური კვლევა, და ციფრული დაგეგმარება. ჩვენ შეგვეძლება პაციენტი ონლაინ ჩავრთოთ უშუალოდ დაგეგმარების პროცესში და დაესწროს ექიმების მსჯელობას, ნახოს ვინ მუშაობს მასზე. პაციენტი ვალდებულია გაიგოს რატომ და რაში იხდის ფულს, ვინ არის მისი ექიმი და როგორ აზროვნებს. ხშირად მოდიან ადამიანები რომლებიც მეუბნებიან მე თქვენ გენდობით შოთა ექიმო. თქვენ კი მენდობით მაგრამ მე ისეთი რაღაც უნდა გითხრათ და თქვენ ეს უნდა გაიგოთ რაც საბოლოოდ რეზულტატზე აისახება, ორი მიზეზია გარდა თუ რატომ უნდა იცოდეთ რას გიკეთებთ: 1. დარწმუნებული იყოთ, რომ ამაზე უკეთესი არსად არ გაკეთდება; 2. მე თქვენ სისულელეს არ გიკეთებთ.

-როგორ შეარჩიეთ კლინიკის სახელი?

-ეს არის პიერ ფოშარის სახელობის კლინიკა და ერქმევა „Pier“. პიერ ფოშერი იყო ადამიანი რომელმაც პირველმა გადააქცია სტომატოლოგია აკადემიურ სივრცედ, იქამდე სტომატოლოგია იყო მეყასბეების და მესაათეების სივრცე, მარტივად რომ ვთქვათ იმ ადამიანების საქმე რომლებსაც წვეტიანი ინსტრუმენტები ჰქონდათ და შეეძლოთ კბილის ამოღება რადგან მაშინ ეს იყოს სტომატოლოგიის მაქსიმუმი. თუ არ ჩავთვლით ოქროს ხანის ჯანდაცვის სისტემებს რომელიც რომს ჰქონდა ანუ სადაც პრევენცია და პირის ღრუს მოვლა უმაღლეს დონეზე იყო აყვანილი.

პიერ ფოშარმა პირველი ხუთტომეული დაწერა რომლითაც ეს საქმიანობა ახალ შესაძლებლობებს აზიარა და სწორედ მისი დამსახურებით და ჩართულობით შეძლო სტომატოლოგიამ ამ დონეზე განვითარება. მინდა სწორედ ასეთი გარდამტეხი როლი ვითამაშო ამ სივრცეში. დღეს პიერის ნაშრომები ოქსფორდის უნივერსიტეტში დევს და ჩემი მეგობრის დახმარებით რომელსაც კარგი კონტაქტები აქვს უნივერსიტეტთან შევეცდებით რომ მისი ასლები მოვიპოვოთ.

-Pier-ის ფილიალების გახსნა თუ იგეგმება?

-საქართველოში მინიმუმ 2-3 ფილიალი აუცილებლად გვექნება, მოთხოვნიდან და მიწოდების საჭიროებიდან გამომდინარე. ვფიქრობ დიდ ქალაქებში, რომელთა შორისაც ერთ-ერთი აუცილებლად იქნება ოზურგეთი სადაც დავიბადე და გავიზარდე, ხომ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება? მინდა ევროპელებმა ნახონ, რომ ჩვენც ზუსტად ისე შეგვიძლია ვიცხოვროთ და ავაწყოთ საქმე, დასავლური აზროვნებით, როგორც მათ.

მისამართი: მელიტონ ქანთარიას 5

Facebook: GDN-pier; DR.shota tedoradze

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი