მედიცინა

როგორ ვებრძოლოთ კანდიდას სოკოს

№36

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 17.09, 2021 წელი

კანდიდას სოკო
დაკოპირებულია

კანდიდოზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სოკოვანი ინფექციაა, რომელსაც იწვევს კანდიდას სახეობის საფუარა სოკო. სოკომ შეიძლება, ბინა დაიდოს კანზე და ნებისმიერი ორგანოს (პირის ღრუს, ნაწლავების, საშოს, საშარდე გზების) ლორწოვან გარსზე.

კანდიდოზი შეიძლება განუვითარდეს ჯანმრთელ ადამიანს და თავისთავადვე გაუაროს ან გართულებად მოჰყვეს ლორწოვანი გარსის ნორმალური მიკროფლორის დარღვევით მიმდინარე მძიმე დაავადებას, მაგალითად, დისბაქტერიოზს.

მის წინააღმდეგ მკურნალობის პროცესში შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი საშუალებები:👇

👉კომბოსტოს მწნილი – კომბოსტო იცავს და ხელს უწყობს სასარგებლო მიკროფლორას, ასტიმულირებს იმუნიტეტს. ქმნის მჟავე გარემოს, რითაც ხელს უშლის სოკოს გამრავლებას.

👉ვაშლის ძმარი – პროდუქტი, რომელსაც ვაშლის ფერმენტაციის შედეგად იღებენ, შეიცავს უამრავ ვიტამინს, ამინომჟავას, რომელიც აძლიერებს ორგანიზმის დაცვისუნარიანობას. ფერმენტები ანადგურებენ კანდიდას პირის ღრუს ლორწოვან გარსზე, ქალებს ათავისუფლებენ რძიანას არასასიამოვნო სიმპტომებისგან. გამწვავების შემთხვევაში გამოივლეთ ვაშლის ძმარი ან მიიღეთ თაფლთან ერთად ყოველ დილით გაღვიძებისას.

👉უსახამებლო ბოსტნეული – კანდიდას უყვარს შაქარი და გლუკოზა, ამიტომ აქტიურად იზრდება თუ დიდი რაოდენობით იღებთ ტკბილეულსა და საკონდიტრო ნაწარმს. მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და რეციდივის თავიდან ასაცილებლად სცადეთ რაციონის შეცვლა და ჩართეთ კვებაში უსახამებლო ბოსტნეული: კიტრი, პომიდორი, ხახვი. აღნიშნული პროდუქტები ორგანიზმს ამდიდრებს სასარგებლო ნივთიერებებით და ფოლიუმის მჟავით, რაც ეფექტურია რძიანასთან ბრძოლის დროს.

👉სელის თესლი – ანთებისა და სოკოს აქტივობის დროს, ლორწოვანი გარსისა და ორგანიზმის გასაწმენდად გამოიყენეთ სელის თესლის ნახარში. 1 კოვზ სელის თესლს დაასხით 300 მილილიტრი მდუღარე წყალი, დააყენეთ თერმოსში და სვით 100-100 მილილიტრი დღის განმავლობაში. თუ ხშირად გაწუხებთ რძიანა, ჩართეთ რაციონში სელის ზეთი.

👉ნიორი – მკვეთრ გემოსა და სუნს აღნიშნულ ბოსტნეულს აძლევს ალიცინი – ამინომჟავების სასარგებლო ნაერთი სოკოს საწინააღმდეგო ეფექტით. მისი მიღების შემდეგ ნაწლავები სუფთავდება პათოგენური მიკლოფლორისგან, იწყება ეპითელიუმის შეხორცება. გამწვავების დროს მიიღეთ დღეში 2 კბილი ნიორი ან შეიძინეთ კაფსულების სახით. რძიანას მოსაშორებლად დაამზადეთ ტამპონები, რომელიც გაჟღენთილი იქნება ნივრის წვენით.

👉რძის პროდუქტები – არსებობს მცდარი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ რძიანას შემთხვევაში კეფირს ან სხვა რძის პროდუქტებს უკუჩვენება აქვს. სინამდვილეში, მათ შემადგენლობაში შემავალი ბიფიდობაქტერიები სწრაფად აღადგენს სასარგებლო ბაქტერიების ბალანსს, რომელიც თრგუნავს კანდიდას ზრდას. იოგურტისა და ხაჭოს მიღება ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებასა და სწრაფად გამოჯანმრთელებას, აუმჯობესებს ორგანიზმის მდგომარეობას ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ. მთავარი წესი – არ უნდა შეიცავდეს შაქარს ან კონსერვანტებს.

👉ძვლის ბულიონი – ხარშვისას წყალში გადადის სასარგებლო ნივთიერებები, ამინომჟავები, რომელიც აღადგენს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას. ბულიონის მიღების შემდეგ ორგანიზმი იღებს ძვირფას მინერალებს, გლუტამინს და კოლაგენს, სწრაფად აღადგენს ძალებს. უსაფუარო საკვებთან ერთად ებრძვის პათოგენებს, ასტიმულირებს სასარგებლო მიკლოფლორის ზრდას.

სოკო კანდიდას გასანადგურებლად საჭიროა დიეტა, რაციონიდან ალკოჰოლის, ტკბილეულის, საკონდიტრო ნაწარმისა და ცხიმიანი კერძების ამოღება. „სწორი“ პროდუქტების მიღებით შესაძლებელია, სწრაფად აღვადგინოთ ბაქტერიული და ტუტე გარემო ნაწლავებში, გავაძლიეროთ იმუნიტეტი და შევაჩეროთ დაავადება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი