მედიცინა

როგორ შევიხორცოთ ჭრილობები სწრაფად

№2

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 21.01, 2021 წელი

ჭრილობების შეხორცება
დაკოპირებულია

ქსოვილის აღდგენაზე მოქმედი ფაქტორები ადამიანზეა დამოკიდებული:

* მნიშვნელოვანი ფაქტორია ასაკი. ქრონიკული ჭრილობების 85 პროცენტი 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში გვხვდება;
* გასათვალისწინებელია სტრესი. ის ასუსტებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას და ახანგრძლივებს ანთებით ფაზას;
* მნიშვნელობა აქვს სქესსაც. მწვავე ჭრილობები მამაკაცებს უფრო ნელა უხორცდებათ, ვიდრე ქალებს. აქ მნიშვნელოვან როლს ჰორმონები ასრულებს. ქალური ჰორმონები ქსოვილს ეხმარება აღდგენაში, მამაკაცის კი ამ პროცესს ანელებს;
* თანმდევი დაავადებები. მაგალითად, დიაბეტი არღვევს ორგანიზმის ყველა აღმდგენ მექანიზმს და მისი არსებობის შემთხვევაში, კანის აღდგენის უნარიც ნელდება;
* თუ იღებთ წამლებს, გაითვალისწინეთ, რომ არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და ქიმიოთერაპიის პრეპარატები ანელებენ ქსოვილის აღდგენის პროცესს;
* არ დაივიწყოთ წონა. ზედმეტი კილოგრამები უარყოფითად მოქმედებს ჭრილობების შეხორცების პროცესზე. ამ მდგომარეობაში დამახასიათებელია როგორც ჭრილობის კიდეების ცუდი შეპირისპირება, ასევე შეშუპებისადმი მიდრეკილება;
* თუ მწეველი ხართ, მაშინ მაღალი რისკია, რომ ინფექცია განვითარდეს, ნაწიბურები გაგიჩნდეთ და სხვა გართულებებმაც იჩინოს თავი.


ჭრილობების სწრაფად შესახორცებლად გამოიყენეთ ხალხური საშუალებები:
მოამზადეთ ნაყენი სპირტისა და ჭინჭრისგან: გაავსეთ ჭინჭრით ერთლიტრიანი ქილა. დაასხით სპირტი, შემდეგ კი მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და დადგით მზეზე ორი კვირის განმავლობაში. მზის სხივების მოქმედებით ნაყენი სასურველ თვისებებს იძენს. შეგიძლიათ, წინასწარ მომზადებული ნაყენი, გრილ ადგილას შეინახოთ.
შაქარი ძალიან სასარგებლოა ჭრილობების სწრაფად შესახორცებლად. მისი დახმარებით შესაძლებელია ძნელად შეხორცებადი ჭრილობების შეხორცება. მაგალითად, მოხუცებისა და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისთვის ის ძალიან კარგი საშუალებაა – ხელს უწყობს ახალი სისხლძარღვების განვითარებას და ჭრილობის სწრაფად შეხორცებას.
ალოე – გაჭერით ალოე შუაზე და ნახევარი დაადეთ ჭრილობას. 5-6 საათში ჭრილობა შეხორცებას დაიწყებს.
ორგანიზმი, რომელიც ჯანსაღ საკვებსა და საკმარისი რაოდენობის ვიტამინებს იღებს, მალე ჯანმრთელდება. ამიტომ, იმისათვის, რომ ჭრილობები უფრო სწრაფად მოშუშდეს, ბევრი ვიტამინი უნდა მიიღოთ, სასურველია ახალი ხილისა და ბოსტნეულის სახით. ასევე, სასარგებლოა ცილოვანი საკვები. კერძოდ, მჭლე ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი