მედიცინა

როგორ გავუმკლავდეთ კომპიუტერის მავნე გამოსხივებას

№37

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 24.09, 2021 წელი

კომპიუტერის გამოსხივება
დაკოპირებულია

სპეციალისტებმა გამოყვეს ძირითადი მიზეზები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს თვალზე: მონიტორებზე გამოსახულების პიქსელური სტრუქტურა. მონიტორზე გამოსახულება არა ხაზებით, არამედ მიკროსკოპული წერტილების სახით მოგვეწოდება, თვალი კი ასეთ გამოსახულებაზე მწვავედ რეაგირებს.

თვალზე უარყოფითად მოქმედებს მონიტორიდან არეკლილი სინათლე. კომპიუტერიდან წამოსული სინათლის სხივები, როდესაც პირდაპირ ხვდება თვალზე, აზიანებს ტვინს, რადგან მხედველობის დაღლა – ეს ტვინის დაღლაა. მონიტორებს უმეტესად მცირე კონტრასტულობა აქვს, რაც ჩვენს თვალს ძალიან არ სიამოვნებს, ამიტომ ის იძაბება და სწრაფად იღლება.

მხედველობაზე უარყოფითად აისახება კადრების ნათების მონაცვლეობა. მხედველობას აუარესებს მონიტორზე წარმოქმნილი ბლიკები. ისინი ვლინდება სხვა მანათობელი საგნების ანარეკლის სახით.

მხედველობას ვნებს მონიტორსა და თვალებს შორის არასწორად შერჩეული დისტანცია და ფერები. გარდა ამისა, თვალები სწრაფად იღლება, როდესაც იძულებული ვართ, გამუდმებით ვატაროთ მზერა ეკრანსა და კლავიატურას ან ქაღალდის ფურცელს შორის. ამის შედეგად კი მოსალოდნელი საფრთხე ახლომხედველობის განვითარება ან გაძლიერებაა.

მხედველობითი სიმპტომებიდან აღსანიშნავია:

👉მხედველობის სიმახვილის დაქვეითება;

👉აკომოდაციის დარღვევა – შენელებულია ახლოს არსებული საგნებიდან შორეულზე ფოკუსირება და პირიქით;

👉მხედველობის გაორება;

👉კითხვის დროს თვალების სწრაფი დაღლა;

👉მაკკალაჰის მხედველობითი ეფექტი – თუ ეკრანიდან მზერას შავ ან თეთრ საგანზე გადავიტანთ, ის იმ ფერისა მოგვეჩვენება, რომელიც დომინირებდა ეკრანზე.

თვალის სიმპტომებიდან აღსანიშნავია:

👉თვალებში წვის შეგრძნება;

👉თვალებში სიმშრალისა და უცხო სხეულის შეგრძნება;

👉ქუთუთოებქვეშ ქვიშის შეგრძნება;

👉 ტკივილი თვალბუდისა და შუბლის არეში;

👉ტკივილი თვალის მოძრაობის დროს;

👉თვალის ლორწოვანი გარსის სიწითლე.

კომპიუტერის მუდმივი მომხმარებლების უმრავლესობა ჩივილებს აღნიშნავს კომპიუტერთან 4 საათის განმავლობაში შეუსვენებლივ მუშაობის შემდეგ, ხოლო კომპიუტერთან შეუსვენებლივ 6 საათი მუშაობის შემდეგ ეს ჩივილი აქვს პრაქტიკულად ყველას.

შედარებით ნაკლები დატვირთვა ადგება მხედველობას მონიტორიდან ინფორმაციის კითხვისას, მეტი – მისი შეყვანისას, ყველაზე მეტად კი დაღლას იწვევს მუშაობა დიალოგურ რეჟიმში და კომპიუტერული გრაფიკა.

დამცავი სათვალე მხოლოდ და მხოლოდ კომპიუტერის გამოსხივებას ამცირებს, სხვა დანარჩენი, რაც მხედველობაზე ცუდად მოქმედებს, ძალაში რჩება – ის არც აკომოდაციის სპაზმს შველის და არც მიოპიას, რადგან კომპიუტერთან ჯდომისას თვალი მუდმივად დაძაბულია.

შემოგთავაზებთ რამდენიმე სავარჯიშოს: დახუჭეთ თვალები და თვალის კაკლები ამოძრავეთ მარჯვნიდან მარცხნივ და პირიქით – ათჯერ მაინც. ახამხამეთ თვალები 1-2 წუთის განმავლობაში. ასევე სასურველია, მაგრად დახუჭოთ ხან ერთი და ხან მეორე თვალი 3-5 წამის განმავლობაში – ეს თვალებს დატვირთვას შეუმსუბუქებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი