მედიცინა

როგორ გავუმკლავდეთ ენტერობიოზს

№37

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 23.09, 2022 წელი

ენტერობიოზი
დაკოპირებულია

ენტერობიოზი ნაწლავური ჭიით გამოწვეული ინფექციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ნაწლავის ჭია არის წვრილი და თეთრი, 5-იდან 13 მილიმეტრამდე სიგრძის.

ენტერობიოზი ყველაზე ხშირად ემართებათ სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებს, მიკროსკოპული კვერცხები ადვილად გადადის ბავშვიდან ბავშვზე.

ინფიცირებული ადამიანის ძილის დროს მდედრობითი სქესის ნაწლავის ჭია დებს ათასობით კვერცხს კანის ნაკეცებში ანალური ღარის ირგვლივ.

ენტერობიოზის სიმპტომები შეიძლება იყოს:

👉 ქავილი ანალურ ან ვაგინალურ არეში;

👉 უძილობა, გაღიზიანება, მოუსვენრობა;

👉 პერიოდული ტკივილი მუცლის არეში და გულისრევა.

ხშირად ნაწლავის ჭია საერთოდ არ იწვევს სიმპტომებს.

ნაწლავის ჭიის კვერცხების შემთხვევით ჩაყლაპვა ან შესუნთქვა იწვევს ენტერობიოზს. მიკროსკოპული კვერცხები შესაძლოა მოხვდეს ადამიანის პირში დაბინძურებული საკვების, სასმლის ან თითების გზით. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ კვერცხები ბუდობს ნაწლავებში და რამდენიმე კვირაში იჩეკება ზრდასრული ნაწლავის ჭიები.

მდედრობითი სქესის ნაწლავის ჭიები კვერცხების დასადებად გადადიან ანალურ არეში, რაც ხშირად იწვევს ქავილს. როცა ბავშვი იფხანს ამ ადგილს, კვერცხები ეკრობა მის თითებს და ხვდება ფრჩხილების ქვეშ. საიდანაც კვერცხები გადადის სხვა ზედაპირებზე – სათამაშოებზე, თეთრეულზე ან უნიტაზზე. დაბინძურებული ხელებით კვერცხები შეიძლება მოხვდეს საკვებზე, სასმელზე, ტანსაცმელზე ან სხვა ადამიანებზე.

ნაწლავის ჭიის კვერცხები ზედაპირზე 2-3 კვირის განმავლობაში ინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას.

პროფილაქტიკა

ნაწლავის ჭიის კვერცხებს შეუძლია, ორი კვირის განმავლობაში მიეწებოს სათამაშოს ზედაპირს, ონკანს, ლოგინს, უნიტაზს, ამიტომ, ზედაპირების ჩვეულებრივი გაწმენდის გარდა, ნაწლავის ჭიის კვერცხების გავრცელებისა და რეინფიცირების თავიდან ასაცილებლად საჭიროა შემდეგი წესების დაცვა:

👉 დაიბანეთ დილაობით. ვინაიდან ნაწლავის ჭია კვერცხებს დებს ღამე. ანალური არეს დილაობით დაბანა შეამცირებს ნაწლავის ჭიის კვერცხების რაოდენობას ბავშვის კანზე. უმჯობესია, მიიღოთ შხაპი. ამით თავიდან აიცილებთთ აბაზანის წყლიდან განმეორებით დაბინძურებას;

👉 ყოველდღე გამოცვალეთ თეთრეული და საცვლები. ეს დაგეხმარებათ კვერცხების მოშორებაში;

👉 გარეცხეთ სარეცხი ცხელ წყალში. გარეცხეთ თეთრეული, ღამის პერანგი, საცვლები და პირსახოცები ცხელ წყალში, რათა უფრო ადვილად მოკლათ ნაწლავის ჭიის კვერცხები;

👉 ეცადეთ არ მოიფხანოთ ანალური არე. დააჭერით ბავშვს ფრჩხილები, რათა ნაკლები ადგილი დარჩეს ჭიის კვერცხებისთვის. გადააჩვიეთ ფრჩხილების კვნეტას;

👉 დაიბანეთ ხელები. ინფიცირების ან ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად, კარგად დაიბანეთ ხელები ყოველი კუჭში გასვლის შემდეგ, როცა ბავშვს ეხმარებით ტუალეტში ან უცვლით საგებს და ჭამის წინ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი