მედიცინა

როგორ დავეხმაროთ შეშუპებულ ფეხებს

№25

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 03.07

შეშუპებული ფეხები
დაკოპირებულია

კოჭი არის სხვადასხვა კომპონენტისგან აგებული ძლიერი, კომპლექსური ერთიანობა, რომელიც უძლებს სხეულის მთელ წონას. ამიტომ კოჭებთან ფეხების შეშუპება შესაძლოა, კოჭის მყესების, ძვლების, იოგებისა ან კუნთების დაზიანებით იყოს გამოწვეული.

შეშუპებას ახასიათებს კოჭის ტკივილი, რომელიც განსაკუთრებით მოძრაობისა და ხელით შეხების დროს ძლიერდება. გარდა ამისა, არის შემთხვევები, როდესაც ამ პრობლემას თან ტემპერატურაც ახლავს, მაშინ არ არის გამორიცხული, ინფექციური ართრიტი ან მწვავე რევმატული ცხელება მიმდინარეობდეს.

კოჭის შეშუპების სიმპტომებია:

* მოძრაობის შეზღუდვა;

* ტკივილი;

* ტემპერატურა;

* სიმხურვალე და წვა.

რამ შეიძლება, გამოიწვიოს კოჭის შეშუპება

კოჭის შეშუპების მრავალი მიზეზი არსებობს. ამ პრობლემის ხშირი მიზეზია ფეხზე დიდხანს დგომა ან ჯდომა და ტრავმული დაზიანებები. თუმცა, ზოგჯერ ფეხების შეშუპება სერიოზული დაავადების ნიშანი იყოს. შეშუპების მიზეზი შესაძლოა, იყოს სითხის დაგროვება ან დაზიანებული თუ ტრავმირებული ქსოვილებისა და სახსრების ანთება. ზოგჯერ ფეხის შეშუპება ისეთი სერიოზული პათოლოგიების სიმპტომია, როგორიცაა: გულის დაავადება ან სისხლის კოლტები.

კოჭის შეშუპების გამომწვევი მიზეზებია:

* უეცარი ტრავმა;

* ღრძობა;

* ფეხის გადაბრუნება;

* ინფექცია;

* დაავადება.

ბუნებრივი და ხალხური საშუალებები კოჭის შეშუპებისა და ტკივილისთვის

1. გაგრილება (ცივი კომპრესი) – შეფუთეთ ყინული ან ცივი წყლის ბოთლი პირსახოცში და დაიდეთ კოჭსზე 15–20 წუთით. შეგიძლიათ, გაიმეოროთ 3-4-ჯერ დღეში, ტრავმის შემდეგ პირველ 48 საათში. პროცედურა ეხმარება შეშუპებისა და ანთების შემცირებაში.

2. ამაღლება – ფეხი დადეთ ბალიშზე ისე, რომ გულის დონეზე მაღლა იყოს. ეს ზღუდავს სითხის დაგროვებას და ამცირებს შეშუპებას.

3. ტყემლის ქერქის ან ფოთლების ნახარში კომპრესისთვის – 2 სადილის კოვზი ტყემლის ქერქი ან გამხმარი ფოთოლი, 500 მილილიტრი წყალი ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში. გააცივეთ, გაწურეთ. დაასველეთ მარლა და დაიდეთ კოჭზე 20-30 წუთის განმავლობაში დღეში 2-ჯერ.

4. არნიკას მალამო ან ზეთი – არნიკა ცნობილია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო თვისებებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა