მედიცინა

როგორ ავირიდოთ თმის ჩაბრუნება

№7

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 27.02, 2021 წელი

თმის ჩაბრუნება
დაკოპირებულია

ჩაბრუნებული თმის პრობლემას ქალების უმრავლესობა ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეხვედრია. ყველაზე ხშირად ეს პრობლემა: იღლიებში, ბიკინის ზონასა და ფეხებზე გვხვდება. თმის ჩაბრუნება არც მამაკაცებისთვისაა უცხო. მას ხშირად ვხვდებით მამაკაცებში წვერის არეში, განსაკუთრებით ნიკაპზე, ლოყებსა და ყელზე. გადაპარსვის შემდეგ თმა შეიძლება ჩაბრუნდეს თავის არეშიც.

თმის ჩაბრუნების ნიშნებია:

* პატარა, ჩირქით სავსე, წყლულის მსგავსი დაზიანებები;

* კანის გამუქება;

* ტკივილი;

* ქავილი;

* პატარა, მკვრივი, მრგვალი ამობურცულობები;

* კანის გამუქება;

* ტკივილი;

* თმის ჩაჭედვა;

* ირგვლივ მდებარე კანის გაღიზიანება, დერმატიტის სახით;

* მუდმივი დისკომფორტი;

* გუნება-განწყობილების შეცვლა, გაღიზიანება;

* უძილობა;

* შრომის უნარიანობის დაქვეითება.

რა იწვევს თმის ჩაბრუნებას?

* თმის პინცეტით ამოღება თმის ბოლოს კანში ტოვებს და ასეთ დროს კი შესაძლოა, ის არასწორი გზით გაიზარდოს;

* მშრალი კანის გაპარსვით თმის ღერებს უფრო მეტ წვეტიანობას ჰმატებთ, რაც მათ გადახრილ მდგომარეობაში გაზრდას უადვილებს;

* გაპარსვის დროს კანს ზედმეტად ჭიმავთ. ამ დროს თმის წვეტს კანში ტოვებთ და შესაძლოა, ის შიგნით გაიზარდო;

* ხვეული თმის ძირები დაკლაკნილია და შესაძლოა, ისინი ბუნებრივად ჩაბრუნდნენ კანში;

* მოტკეცილი ტანსაცმელი ხელს უშლის თმას სწორი მიმართულებით გაზრდას.

როგორ შევუშალოთ ხელი თმის ჩაბრუნებას?

* მოერიდეთ გაღიზიანებული კანის აქერცვლას;

* არ მოუჭიროთ ხელი თმის ბოლოებს და არ შეეცადოთ მათი მოსრესვით ამოღებას. ეს ინფექციის შეჭრას გამოიწვევს;

* გაპარსვამდე აუცილებლად დარწმუნდით, რომ კანი საკმარისად გაქვთ დატენიანებული. ამის მისაღწევად გამოიყენეთ თბილი წყალი ან საპარსი გელი. ძალიან კარგი იქნება, თუ საპარსის თავს ყოველი ჩამოსმის შემდეგ გადაავლებთ წყალს. გაპარსვის შემდეგ მნიშვნელოვანია კანის დატენიანება კრემით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი