მედიცინა

როდის უნდა ვიმკურნალოთ პრასით

№15

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 22.04, 2021 წელი

მკურნალობა პრასით
დაკოპირებულია

პრასის სამკურნალო მოქმედება უძველესი დროიდან არის ცნობილი. მის მიღებას ურჩევდნენ პოდაგრით, რევმატიზმით დაავადებულ ადამიანებს. მისი მიღება სასარგებლოა, ასევე, კენჭოვანი დაავადებების, გაცხიმოვნების, ფსიქიკური და ფიზიკური გადაღლის დროსაც.

✅პრასი შეიცავს ეთერზეთებს, რომლის შემადგენლობაშიც შედის გოგირდი, ცილოვანი ნივთიერებები, ვიტამინები, კაროტინი, ტიამინი, ასკორბინისა და ნიკოტინის მჟავები, რიბოფლავინი. მასში დიდი რაოდენობით შედის ფოსფორის, კალიუმის, კალციუმის, რკინისა და მაგნიუმის მარილები.

✅პრასს აქვს თვისებები, რომლებიც სხვა ბოსტნეულს არ აქვს. კერძოდ, პრასის შენახვისას ასკორბინის მჟავის რაოდენობა მცენარის მოთეთრო ნაწილში 1,5-ჯერ და მეტჯერ იზრდება.

✅პრასი წმენდს სისხლს, არეგულირებს ჰემოგლობინის დონეს. აუმჯობესებს სასუნთქი სისტემის ფუნქციას, ებრძვის ცხვირ-ხახის დაავადებებს.

✅ის დიდი ხნით ანაყრებს ადამიანს, ამიტომ ძალზე ეფექტურია გასახდომი დიეტების დროს, მით უმეტეს, რომ დაბალკალორიულია.

✅პრასი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ზრდის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯირკვლების სეკრეტორულ ფუნქციებს, აქვს შარდისა და ნაღვლმდენი ეფექტი, აუმჯობესებს ღვიძლის საქმიანობას, ზრდის მადას, აქვს ანტისკლეროტული თვისებები. შესაბამისად, მისი მიღება რეკომენდებულია ათეროსკლეროზის, ჭარბი წონის, რევმატიზმისა და პოდაგრის დროს.

✅ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საშუალებაა დიაბეტის სამკურნალოდ. პრასის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები და მინერალები სწრაფად კურნავს დიაბეტს და სხვა მძიმე დაავადებებს.

იმისათვის, რომ თქვენ განიკურნოთ უამრავი დააავადებისაგან დაჭერით ერთი ცალი პრასის ძირი, ჩაალბეთ ერთ ბოთლ მინერალურ წყალში და დატოვეთ 24 საათის განმავლობაში. მიღებული ნაყენი მიიღეთ დღეში რამდენჯერმე.

✅შარდკენჭოვანი დაავადებების წინააღმდეგ კარგია პრასის წვენისა და მისი ფოთლების ნახარშის დალევა.

პრასი, ცოცხალი სახით, არ არის რეკომენდებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ანთებითი დაავადებებისა და ოქსალატური კენჭების დროს. გაითვალისწინეთ, რომ არ არის სასურველი ერთ ჯერზე პრასის დიდი რაოდენობით მიღება, რადგან ეს თავის ტკივილს გამოიწვევს.

შენახვისთვის მნიშვნელოვანია ხარისხიანი პრასის შერჩევა, მკვრივი ღეროთი და ელასტიკური ფოთლებით. მისი მაცივარში შენახვის ვადა 7-10 დღეა. მის შესანახად შეგიძლიათ, გამოიყენოთ მარანი ან სათავსო, რომლის ტემპერატურა დაახლოებით +2 გრადუსი ცელსიუსია. თუ ღეროსა და ფესვს ქვიშისა და ტორფის ტენიან ნარევში მოათავსებთ, პრასი გააგრძელებს ზრდას, თუმცა სიბნელეში გაუფერულდება.

გარეცხილი და დაჭრილი პრასი შეიძლება გაყინოთ და ისე შეინახოთ, რადგან ის ჯანსაღად კვების მნიშვნელოვანი ნაწილია.

აუცილებელია, გაითვალისწინოთ მისი მახასიათებლები და უკუჩვენებები, რათა მცენარისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი