მედიცინა

რატომ ეწოდა ხერხემლის პირველ მალას მითიური გოლიათის სახელი და რა ემართება ადამიანს, თუ ის არასწორ პოზიციაში აქვს

№17

ავტორი: „თბილისელები“ 16:30 06.05, 2022 წელი

ია გორგილაძე
დაკოპირებულია

ხერხემლის პირველ მალას ატლასი – იგივე ატლანტი – ჰქვია. მას არა მხოლოდ თავი უჭირავს, არამედ მთელი ხერხემლის სვეტი მასზეა მიბმული. ეს სახელი ხერხემლის პირველ მალას მითიური გოლიათის „ატლანტის“ გამო ეწოდა, რომელსაც, მითოლოგიის თანახმად, ცის თაღი უჭირავს.

ატლასი ადამიანების უმეტესობას მდებარეობაშეცვლილი აქვს, რამაც საყრდენ-მამოძრავებელ აპარატში შეიძლება, მთელი რიგი დარღვევები და დაავადებები გამოიწვიოს.

1993-1996 წლებში შვეიცარიელმა რენე კლაუდიუს შუმპერლიმ, რომელიც თავად იტანჯებოდა პირველი მალის დისლოცირების გამო, დანერგა რევოლუციური მეთოდი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ატლასისთვის სწორი მდებარეობის დაბრუნება, უსაფრთხოდ, ზუსტად და სამუდამოდ.

გვესაუბრება ექიმი ატლასსპეციალისტი, კლინიკა „ატლასპროფილაქს ინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ია გორგილაძე:

– ქალბატონო ია, რა იწვევს ატლასის მდებარეობის შეცვლას?

– დაზუსტებით ამის თქმა შეუძლებელია, მაგრამ ფაქტია ის, რომ ადამიანების 99%-ს ატლასი არ აქვს სწორ, ანუ ბუნებრივ პოზიციაში. ამის მიზეზი შეიძლება, იყოს სამშობიარო ტრავმა, ავტოავარია, თავის ქალის ტრავმები და ასე შემდეგ.

ატლასის მდებარეობის შეცვლა სამედიცინო ენაზე ჟღერს, როგორც პირველი მალის როტაციული ქვეამოვარდილობა. სრული ამოვარდნილობისგან განსხვავებით, ქვეამოვარდნილობის დროს არ ხდება მყესებისა და იოგების დაზიანება და სასახსრე ზედაპირები უმნიშვნელოდ არის აცდენილი ერთმანეთს. ცალკე გვინდა, გამოვყო მშობიარობასთან დაკავშირებული ტრავმა-დაზიანებები, რომლებიც ახალშობილებში შესაძლოა, წარმოიქმნას პათოლოგიური მშობიარობისა და არაკვალიფიციური სამეანო დახმარების გამო. ასეთ ტრავმას ახალშობილი იღებს არა მარტო ფიზიოლოგიური მშობიარობის, არამედ საკეისრო კვეთის დროსაც.

ატლასის როტაციული ქვეამოვარდნილობა იწვევს სისტემურ კომპენსატორულ ცვლილებებს ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელ აპარატში.

– კონკრეტულად რა შეიძლება გამოიწვიოს ატლასის არასწორმა პოზიციამ?

– საკმაოდ სერიოზული დარღვევები და ისეთი ჩივილები, როგორიცაა:

• დისკომფორტი და ტკივილი კისრის არეში;

• დისკომფორტი და ტკივილი ზურგისა და წელის არეში;

• გადაცემითი ტკივილი ზედა და ქვედა კიდურებში;

• ქრონიკული დაღლილობის სინდრომი;

• თავის ტკივილი, შაკიკი;

• თავბრუ, შუილი ან წუილი ყურებში;

• ხელების დაბუჟება.

ეს ჩივილები, ძირითადად, დამახასიათებელია ისეთი დაავადებებისთვის, როგორიცაა: ოსტეოქონდროზი, სქოლიოზი, მალთაშორის დისკის თიაქარი და ოსტეოართროზი.

– ანუ, ყველას, ვისაც ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებები ან სიმპტომები აქვს ატლასპროფილაქს-პროცედურა ესაჭიროება?

– დიახ, თუ გაწუხებთ ოსტეოქონდროზი, სქოლიოზი, დისკის თიაქარი ან შაკიკი, თქვენ გესაჭიროებათ ატლასპროფილაქს-პროცედურა, ანუ, ხერხემლის პირველი მალის-ატლანტის სწორ პოზიციაში დაბრუნება.

– როგორ ტარდება ეს პროცედურა და რამდენად უსაფრთხოა.

– ატლასპროფილაქსი არის ერთჯერადი ვიბრომასაჟის პროცედურა, რომლის დროსაც ზემოქმედება ხდება მხოლოდ კეფის ღრმა კუნთებზე (მალას არ ვეხებით), რის შედეგადაც კუნთები დუნდება და პირველი მალა სწორ პოზიციას უბრუნდება. ატლასპროფილაქს-მეთოდი დაპატენტებულია შვეიცარიაში და მთელ მსოფლიოში აღიარებულია, როგორც უსაფრთხო და ეფექტური პროცედურა. მას ახალშობილ ბავშვებსაც კი უკეთებენ. მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა ჩაიტარა ატლასპროფილაქსი და გათავისუფლდა დიდი ხნის პრობლემებისა და ტკივილებისგან. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ატლასპროფილაქს-პროცედურა უსაფრთხოდ ტარდება მხოლოდ სპეციალისტის მიერ, რომელმაც სპეციალური მომზადება გაიარა შვეიცარიის ატლასპროფილაქს-აკადემიაში ან მის რეგიონალურ წარმომადგენლობებში. ჩვენი კლინიკა Atlasprofilax in Georgia – არის ატლასპროფილაქსის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში. პროცედურას ვატარებ მე – შვეიცარიის ატლასპროფილაქს აკადემიის მიერ დიპლომირებული სპეციალისტი.

ატლასპროფილაქს-პროცედურის შემდეგ საყრდენ-მამოძრავებელ აპარატში იწყება თვითრეაბილიტაციის პროცესი. ამ დროს ხდება ხერხემლის სწორი მოძრაობების აღდგენა, იხსნება კუნთების პათოლოგიური სპაზმი, რასაც ნერვული იმპულსაციისა და სისხლის მიმოქცევის ნორმალიზება მოჰყვება.

ატლასთერაპიის შემდეგ ტკივილები ხშირ შემთხვევებში სრულიად ქრება ან მნიშვნელოვნად მცირდება. რთულ შემთხვევებში, როგორიცაა სქოლიოზი, მალთაშორის დისკის თიაქარი, კიფოზი საჭიროებს უფრო მეტ დროს, რადგან ცვლილებები ხდება თანდათანობით. მკურნალობის შემდეგ რეკომენდებულია პერიოდულად კონტროლი ატლასსპეციალისტთან, მასაჟი და სპეციალური ვარჯიშები.

სიახლე გვაქვს ის, რომ 29 აპრილიდან ვიწყებთ პაციენტების მიღებას დასავლეთ საქართველოშიც. პერიოდულად გვექნება გასვლითი შეხვედრები და კონსულტაციები პაციენტებთან.

ტელეფონები: (032) 224 20 80;

მობ: 599 48 44 52.

მისამართი: ქ.თბილისი,

მცხეთის ქუჩა N6

(ვაკეში, მრგვალ ბაღთან).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი