მედიცინა

რა შეიძლება, იყოს იდაყვების გაუხეშების მიზეზი და როგორ გავუმკლავდეთ მას

№28

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 22.07, 2021 წელი

იდაყვების გაუხეშება
დაკოპირებულია

უპირველესად აუცილებლად უნდა მიმართოთ დერმატოლოგს ფსორიაზის გამოსარიცხად. თუ ეს არ დადგინდა, მაშინ უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგს ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციის გამოსარიცხავად. თუ ფარისებრი ჯირკვალიც წესრიგში აღმოჩნდა, მაშინ იდაყვების გაუხეშების მიზეზი იქნება ხახუნი.

ასევე, იდაყვზე კანის აქერცვლის მიზეზი შესაძლოა, იყოს როგორც არასწორი მოვლა, ისე კანისა და შინაგანი ორგანოების დაავადებები:

1. არასრულფასოვანი კვება. რაციონში სილამაზის მნიშვნელოვანი ელემენტების ნაკლებობა, როგორიცაა რკინა, A, D, E, ვიტამინების ნაკლებობა უარყოფითად აისახება კანის მდგომარეობაზე.

2. გადაჭარბებული მოვლა. კოსმეტიკური და მოვლის საშუალებების ხშირი გამოყენება, წყალთან გადაჭარბებული კონტაქტი უარყოფითად აისახება იდაყვის სახსრის მიდამოს მგრძნობიარე კანზე.

3. არასაკმარისი ან არასწორი მოვლა. ანტიბაქტერიული ან სხვა აგრესიული საპნის ხშირი გამოყენებით ზიანდება ეპიდერმისის დამცავი ფენა, ცხიმი აღარ გამოიყოფა საკმარისი რაოდენობით, რაც იწვევს კანის გაღიზიანებასა და აქერცვლას.

4. დერმატოლოგიური დაავადებები. იდაყვის ზონის კანის აქერცვლის პროვოცირება ასევე, შეიძლება, გამოიწვიოს ალერგიამ, ატოპიურმა დერმატიტმა, ფსორიაზმა.

5. ენდოკრინული სისტემის დარღვევები, შაქრიანი დიაბეტი.

იდაყვის ზონის მოვლა

იდაყვებზე კანის სიმშრალის თავიდან ასაცილებლად საკმაოდ ეფექტურია შინაურული მეთოდებიც:

👉გაწმენდა – შხაპის მიღებამდე 10 წუთით ადრე იდაყვის კანზე წაისვით შუაზე გაჭრილი უმი კარტოფილი ან ლიმონის ნაჭერი, შემდეგ მაგარი ქსოვილით ან ქისით გაიწმინდეთ და წყლით ჩამოიბანეთ აქერცლილი, გარქოვანებული უბნები

👉ვაშლის ძმარი გააზავეთ წყალში (30 მილილიტრი ძმარი და 20 მილილიტრი წყალი). მიღებული ნარევით დაიმუშავეთ იდაყვების გამუქებული ადგილები. უმჯობესია, მასში ბამბის დისკები დაასველოთ და იდაყვებზე ნახევარი საათით გაიჩეროთ. ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი

👉ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობით ყავის ნალექი და თაფლი. წრიული მოძრაობებით წაისვით იდაყვებზე, გაიჩერეთ 10-15 წუთი და ჩამოიბანეთ. წაისვით მკვებავი კრემი. ნატურალური სკრაბი მოგაცილებთ გარქოვანებულ კანს, კრემი კი სირბილეს დაუბრუნებს დაზიანებულ ადგილებს

👉დატენიანება – თბილი შხაპის შემდეგ აუცილებელია დამარბილებელი კომპრესის გაკეთება ზეითუნის, მზესუმზირის ან ნუშის ზეთით. ეს საშუალება სქელ ფენად წაუსვით დაზიანებულ უბანს, შემოიხვიეთ ბამბის ქსოვილი და შემდეგ ცელოფნის ფენა. ეს პროცედურა უნდა გაკეთდეს ღამით, ძილის წინ

👉სოდიანი წყლის აბაზანები – 1 ლიტრ ცხელ წყალში ჩაყარეთ 5 სადილის კოვზი სოდა და მოათავსეთ იდაყვები ნახევარი საათის განმავლობაში. პროცედურის შემდეგ სასარგებლოა სკრაბის გამოყენება

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი