მედიცინა

რა იწვევს ძუძუს კიბოს

№15

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 24.04, 2021 წელი

ძუძუს კიბო
დაკოპირებულია

არსებობს რამდენიმე რისკფაქტორი, რომელიც ძუძუს კიბოს პროვოცირებას იწვევს. ესენია:

ასაკი: კიბო შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს, მაგრამ მეტწილად ის 55 წელს გადაცილებულ ქალებში გვხვდება.

მემკვიდრეობა: ძუძუს კიბოს განვითარების რისკს გენეტიკური ფაქტორი აორმაგებს. თუ გაქვთ პირველი ხარისხის ნათესაობა ადამიანთან, ვისთვისაც ეს პრობლემა უცხო არ არის, იქნება ეს – და, დედა ან ქალიშვილი – ალბათობა იმისა, რომ თქვენც იგივე დიაგნოზი გქონდეთ, იზრდება.

პირველი ორსულობის ასაკი: გაუთხოვარი ან გვიანი პირველი ორსულობის მქონე ქალები მაღალი რისკის ჯგუფში შედიან. 30 წლის ასაკის ზემოთ პირველად ნამშობიარებ ქალებში რისკი დაახლოებით 2–ჯერ მეტია, ვიდრე იმ ქალებში, რომელთაც პირველი ორსულობა 20 წლამდე ასაკში ჰქონდათ. ხოლო იმ ქალებს, ვისაც მეორე მშობიარობა 35 წლის ზემოთ ჰქონდათ, რისკი უფრო მეტი აქვთ ვიდრე გაუთხოვრებს. ადრეულ ასაკში მეორე მშობიარობა მნიშვნელოვნად ამცირებს ძუძუს კიბოს რისკს.

ძუძუთი კვება რისკს ამცირებს - კვლევებმა აჩვენა, რომ ძუძუთი კვება, მინიმუმ, 6 თვე, ძუძუს კიბოს რისკს 22 პროცენტით ამცირებს.

ძუძუს კიბოს სიმპტომებია:

* დვრილის ფორმის შეცვლა, მისი ჩაბრუნება ან გადასწორება;

* სისხლიანი ან უსისხლო გამონადენი დვრილიდან;

* ხელების ზემოთ აწევისას მკერდზე ღრმულების გაჩენა;

* კანის დანაოჭება ძუძუს პერიმეტრზე;

* ძუძუს ან დვრილის გამკვრივება ან შეშუპება;

* ძუძუს ფორმის შეცვლა;

* მუდმივი დისკომფორტი ძუძუს არეში;

* იღლიებსა და რეგიონულ არეებში ლიმფური კვანძების გადიდება;

* იღლიისა და ბეჭის არეში შესიება.

პროდუქტები, რომელიც სასარგებლოა კიბოს პრევენციისთვის:

წყალმცენარეები – ზღვის მცენარეები მდიდარია იოდით. ორგანიზმში იოდის დეფიციტი კი, როგორც ცნობილია, ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია მკერდის კიბოს განვითარებაში. წყალმცენარეებში არსებული ქლოროფილი გამოირჩევა კიბოს საწინააღმდეგო ეფექტით.

სოია – შეიცავს გენისტეინს, ზრდის ჰორმონს. ხორცსა და რძეში მისი დონე ძალიან მცირეა, ამიტომ რაციონში ჩართეთ სოიის პროდუქტები.

ნიორი და ხახვი – კიბოს საწინააღმდეგო საუკეთესო პროდუქტებია. ისინი შეიცავენ გოგირდის კომპონენტებს და ფლავონოიდებს, რომლებიც ზრდის იმუნიტეტს და თავისთავად ანელებს სიმსივნის ზრდას.

ბროწეული – მას დიდი სარგებელი მოაქვს ქალის ორგანიზმისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ ბროწეულის წვენი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ხელს უწყობს სარძევე ჯირკვალში კიბოს უჯრედების ზრდის შეფერხებას. ბროწეული შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ბლოკავს ესტროგენის სინთეზს. როდესაც ეს ჰორმონი ჭარბი რაოდენობითაა, ის პროვოცირებს კიბოს უჯრედების განვითარებას. თქვენს რაციონში ჩართეთ ბროწეულის მარცვლები და დალიეთ ბროწეულის ცოცხალი წვენი.

გახსოვდეთ, რომ ძუძუს კიბო არის დიაგნოზი და არა განაჩენი. ამ დაავადების გარანტირებულად თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ მისი განვითარების რისკის მნიშვნელოვანი შემცირება სავსებით რეალურია. რაც მთავარია, ძუძუს კიბოს დროულად აღმოჩენის შემთხვევაში განკურნების შანსი თითქმის 100 პროცენტია, მით უმეტეს, რომ ძუძუს სიმსივნეთა უმეტესობა, დაახლოებით, 90-95 პროცენტი, კეთილთვისებიანია, თუმცა მათი მცირე ნაწილი შეიძლება, გაავთვისებიანდეს, ამიტომ არის აუცილებელი მკურნალობა და ყურადღება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი