მედიცინა

ფეიხოას საოცარი თვისებები

№2

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 22.01, 2021 წელი

ფეიხოა
დაკოპირებულია

ფეიხოას სასარგებლო თვისებები უკვე დაადასტურეს მეცნიერებმა, თუმცა, სარგებელთან ერთად, შესაძლოა, მან ჩვენს ორგანიზმს ზიანიც მოუტანოს, რადგან უკუჩვენებებიც ახასიათებს. 

✔️ფეიხოა ერთადერთი მცენარეა, რომელიც იოდის შემცველობით ზღვის პროდუქტებს უსწრებს. მის შემადგენლობაში იოდი წყალხსნად მდგომარეობაშია, ამიტომ ორგანიზმი მას ძალიან ადვილად ითვისებს. ზრდასრული ადამიანისთვის დღეში ერთი ცალი ფეიხოას მიღება იოდის მოხმარების დღიურ ნორმას აკმაყოფილებს. ფეიხოა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები და იოდის დეფიციტი აწუხებს. ფეიხოა, ასევე, კარგიაა გონებისთვის. თუ თქვენი სამუშაო გონებრივ გადაღლილობას იწვევს, მაშინ ეს ხილი ნამდვილად დაგეხმარებათ.

✔️ფეიხოას მიღება სასარგებლოა ცოცხალი სახით, რადგან ტემპერეტურის მოქმედების შედეგად ის სასიკეთო თვისებებს კარგავს.

✔️მისი ნაყოფი მდიდარია ეთერზეთებით, რის გამოც ძალიან სასარგებლოა ინჰალაციისთვის. ნაყოფის რბილობი მიირთვით, მის კანს კი მდუღარე წყალი დაასხით, დაამატეთ ცოტა სოდა, გადაიფარეთ პირსახოცი და ისუნთქეთ ორთქლი რამდენიმე წუთის განმავლობაში. ეს კარგი საშუალებაა გაციების დროს ზედა სასუნთქი გზების პრობლემასთან ბრძოლისა და ასევე, პროფილაქტიკისთვის.

✔️გაითვალისწინეთ, რომ ეს ხილი ზომიერად უნდა მიიღოთ, რადგან ის დიდი რაოდენობით იოდს შეიცავს. ეს ინფორმაცია განსაკუთრებით მათ უნდა გაითვალისწინონ, ვისაც ჰიპერთირეოზი, ანუ ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტივობა აქვს. ამ შემთხვევაში, უმჯობესია, ფეიხოაზე საერთოდ უარი თქვათ.
თუ ფეიხოას დიდი რაოდენობით მიიღებთ, ორგანიზმში ზედმეტი იოდი მოხვდება და ამ შემთხვევაში შემდეგი სიმპტომები გამოვლინდება: ნერვული აღგზნებულობა, გახშირებული გულისცემა და შფოთვა. ასევე მოსალოდნელია ცვალებადი ტემპერატურა და შრომისუნარიანობის დაქვეითება.

✔️ფეიხოა შეიცავს ბევრ საქაროზას, შესაბამისად, მის მიღებას შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანები უნდა მოერიდონ.

✔️ფეიხოას აქვს იმუნომოდულატორული თვისებები, რის გამოც ის სასარგებლოა სეზონური ციების გამწვავების პერიოდში, ასევე, სერიოზული დაავადებების გადატანის შემდეგ და პოსტოპერაციულ პერიოდშიც.


მოამზადეთ ფეიხოას ჯემი და მიირთვით თქვენი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.
სამკურნალო მასის მისაღებად საჭიროა ინგრედიენტების ზუსტი თანაფარდობა 1:1-ზე.
ჯემის მოსამზადებლად აიღეთ ერთი კილოგრამი ფეიხოა, გარეცხეთ და მოაცილეთ თავი და ბოლო, მაგრამ არ გათალოთ. შემდეგ ფეიხოა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და მიღებულ მასაში კარგად აურიეთ თაფლი. შესაძლოა, მის ნაცვლად შაქრის გამოყენებაც.

✔️ნაყოფის კანი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს: კატეჰინსა და ლეოკოანტოცინს – მძლავრ ანტიოქსიდანტებს, რომლებსაც ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკური თვისებები ახასიათებს და ორგანიზმზე გამაახალგაზრდავებელ ეფექტსაც ახდენს.

❗ფეიხოას ალერგიული რეაქციები ახასიათებს. ამიტომ უმჯობესია, მისი პირველი მიღების დროს, განსაკუთრებით ბავშვებთან, სიფრთხილე გამოვიჩინოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი