მედიცინა

ნიორი – არაჩვეულებრივი მკურნალი

№7

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 26.02, 2021 წელი

ნიორი
დაკოპირებულია

ნიორი ძალიან სასარგებლოა ვირუსული დაავადებების დროს. მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტი – ალიცინი ბლოკავს ფერმენტებს, რომლებიც ვირუსის ორგანიზმში შეღწევას უწყობს ხელს.

ნიორი ეხმარება ჩვენს ორგანიზმს იმუნიტეტის გაძლიერებაში. ის კარგი ანტიბაქტერიული საშუალებაა. ეს თვისება მასში შემავალი ნემფიტოციდების დამსახურებაა. მათი წყალობით ნიორი ბაქტერიების გამრავლებას უშლის ხელს. ნიორი აქტიურ წინააღმდეგობას უწევს, ასევე, დიფტერიის ჩხირებს, სოკოსა და სტაფილოკოკს.

ნიორს იყენებენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლისა და მისი პროფილაქტიკისთვის. მას შეუძლია, შეამციროს ქოლესტერინის დონე, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამას ხანმოკლე ეფექტი აქვს. ნიორი, ასევე, სასარგებლოა მაღალი არტერიული წნევის დროს – ის აფართოებს სისხლძარღვებს, რაც წნევის შემცირებას ეხმარება. სასურველი შედეგის მისაღწევად საკმარისია, რამდენიმე თვის განმავლობაში დღეში ერთი კბილი ნიორი მიირთვათ.

ნიორი ინფარქტისა და ინსულტის პროფილაქტიკის არაჩვეულებრივი საშუალებაა. ნიორში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება ამცირებს თრომბის წარმოქმნის ალბათობას. მას შეუძლია, შეაჩეროს ან შეაფერხოს სისხლძარღვებში თრომბის გაჩენა, ინფარქტისა და ინსულტების მიზეზი კი, სწორედ, თრომბია.

ნიორს კიბოსთანაც შეუძლია ბრძოლა. მის შემადგენლობაში არსებული ალიცინი მძლავრი ანტიოქსიდანტია. ის ანეიტრალებს სისხლში თავისუფალ რადიკალებს, რომლებსაც უჯრედების დნმ-ის დაზიანება და კიბოს დაავადების პროვოცირება შეუძლია. კვლევების თანახმად, ნიორი არა მხოლოდ კიბოს პროფილაქტიკას უწყობს ხელს, სიმსივნის ზრდასაც კი აფერხებს.

ნიორი დადებითად მოქმედებს მამაკაცის პოტენციაზე, ისევე, როგორც ხახვი.

ნიორს უნდა მოერიდონ ორსული და მეძუძური დედები, რადგან ის ტვინზე უარყოფითად მოქმედებს. მან შეიძლება, გამოიწვიოს თავის ტკივილი, რეაქციის სიჩქარის დაქვეითება, გაფანტულობა და აზროვნების დაბინდვა.

ყურის ინფექციის დროს ნიორი ისე, რომ „ზეთი“ გამოუვიდეს, გაათბეთ და ყურში ჩაიწვეთეთ.

ფეხის უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად ჩაყარეთ ნიორი ცხელ წყალში და ჩაყავით ფეხები 30 წუთის განმავლობაში. სოკოები ნივრის მიმართ მგრძნობიარეები არიან.

ნიორი გამოიყენება ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების პრევენციისთვის, ის ხელს უწყობს უჯრედების აღდგენას და ხელს უშლის ქვების წარმოქმნას. ნიორი, ასევე, სასარგებლოა ნერვული სისტემის ფუნქციონირებისთვის და სტრესის დროს. ის ხელს უშლის ხანდაზმულებში სკლეროზის და ინსულტის განვითარეაბას.

როდის არ შეიძლება ნივრის გამოყენება:

* პანკრეატიტის დროს;

* ანემიის დროს;

* კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადებების დროს;

* ბუასილის დროს;

* შარდსასქესო სისტემის დაავადებების დროს.


ნივრის საშუალო თავი გაფცქვენით და დანაყეთ. მიღებულ ფაფას დაასხით 1 ჭიქა არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი და ერთი დღით დააყოვნეთ მაცივრის ქვედა თაროზე. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, ოღონდ მიღებამდე 1 კოვზ ზეთს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი. მკურნალობის კურსი 1-3-თვიანია. შეისვენეთ 1 თვით. ეს რეცეპტი ხსნის ტვინის სისხლძარღვებისა და გულის კუნთების სპაზმს, ქოშინს, დადებითად მოქმედებს ათეროსკლეროზის დროს.

გაასუფთავეთ ნიორი, მინის ქილაში ჩაასხით წითელი ღვინო და ჩაყარეთ მასში ნიორი (უმჯობესია ბაზარში ნაყიდი ადგილობრივი ნიორი), შეგიძლიათ, ნიორი ოდნავ ჩაჭრათ შუაზე, ეს მის ეფექტურობას გაზრდის. დაახურეთ თავზე და 2 კვირის განმავლობაში ბნელ ადგილას შეინახეთ. დღეში 2-3-ჯერ შეანჯღრიეთ ხოლმე, რომ ნივთიერებები ადვილად შეერიოს ერთმანეთს. შემდეგ გაფილტრეთ სითხე და გაუმჭირვალე კონტეინერში შეინახეთ. მიიღეთ დღეში 2 ჩაის კოვზი 1 თვის განმავლობაში. წითელ ღვინოს ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს. ის ეხმარება ორგანიზმს ალერგიებთან, ვირუსებთან და კანცეროგენებთან ბრძოლაში. წითელ ღვინოში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები, ორგანიზმს კიბოსა და კარდიოვასკულარული დაავადებებისგან იცავს. ნივრის სასარგებლო თვისებებთან კომბინაციაში კი ის კიდევ უფრო სასარგებლოა თქვენი ორგანიზმისთვის. სულ დაგჭირდებათ 12 კბილი ნიორი და ნახევარი ლიტრი კარგი ხარისხის ღვინო. წელიწადში ამგვარი 2 კურსის ჩატარება შეგიძლიათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი