მედიცინა

ნიახურის სამკურნალო თვისებები

№39

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 08.10, 2021 წელი

ნიახური
დაკოპირებულია

ნიახურის ძირები არა მარტო მამაკაცებს ეხმარება ძალების აღდგენაში, არამედ ქალებსაც – კლიმაქსი შეუმჩნევლად ჩაივლის, თუ 35 წლის ასაკიდან ხშირ-ხშირად მიირთმევთ ნიახურის ძირებით შეკაზმულ კერძებს.

ნიახურის ძირებისგან მომზადებული სალათა ადამიანს სწრაფად მოუხსნის მოთენთილობას და სიმხნევესაც შემატებს. ეს სალათა შეგიძლიათ ასე მოამზადოთ:

მსხვილ სახეხზე გახეხეთ ნიახურის ძირები, მომჟავო-მოტკბო გათლილი ვაშლი და საშუალო ზომის სტაფილო. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი 2 სადილის კოვზი ოხრახუში, 3 ცალი ნიგოზი და მარილი – გემოვნებით. დაასხით მცენარეული ზეთი ან ნაკლებად ცხიმიანი არაჟანი.

რევმატიზმის, პოდაგრის, სახსრების ტკივილის დროს კარგია შემდეგი წესით დამზადებული ნიახურის ძირების ნაყენი: 1 სადილის კოვზ ნედლ, წვრილად დაჭრილ ნიახურის ძირებს დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი, დააყენეთ თავდახურულ ჭურჭელში 4 საათი, შემდეგ კი გაფილტრეთ. მიიღეთ 2 სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

მარილების დაგროვების წინააღმდეგ – დააქუცმაცეთ 40 გრამი ნიახურის ფესვი, დაასხით 1 ლიტრი ცივი წყალი. დატოვეთ რვა საათი და შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ დღეში სამჯერ ერთი სუფრის კოვზის ოდენობით.

ნიახურს მხოლოდ ტოქსინები კი არ გამოაქვს ორგანიზმიდან, არამედ ნივთიერებათა ცვლასაც აუმჯობესებს, რაც შესაძლოა, წონის კორექციაში დაგვეხმაროს. ის დაბალკალორიულია და შეიცავს უჯრედისს, რომელიც შიმშილის გრძნობას აკონტროლებს. 100 გრამი მწვანილი მხოლოდ 16 კალორიას შეიცავს.

ნერვების დასამშვიდებლად ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის ნიახურის ძირების წვენი და თაფლი. მიიღეთ 8-8 ჩაის კოვზი ნარევი ყოველდღიურად, 3 კვირის განმავლობაში.

თანაბარი რაოდენობით აღებული ნიახურის წვენისა და სტაფილოსაგან მომზადებული ნარევი ძალიან სასარგებლოა ნერვული სისტემისთვის.

მისი მიღება უკუნაჩვენებია:

* მაღალი არტერიული წნევის დროს;

* ვარიკოზული ვენებისა და თრომბოფლებიტის დროს;

* ენტეროკოლიტისა და კოლიტების დროს (ეთერზეთების შემცველობის გამო);

* ნაღველკენჭოვანი დაავადებების, ქოლეცისტიტისა და პანკრეატიტის დროს;

* დიეტის გამო განვითარებული ალერგიის დროს.

ნიახურს აქვს ანტიალერგიული, ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობის სამკურნალო თვისებები. ნიახურის წვენის რეგულარული მოხმარება ასუფთავებს სისხლს და ხელს უწყობს სხვადასხვა კანის დაავადებების მკურნალობას.

ქალებისთვის მისი მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ შეიძლება. ასევე არ შეიძლება ძლიერი მენსტრუალური სისხლდენის დროს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი