მედიცინა

მზით დამწვრობის მკურნალობა

№35

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 10.09, 2022 წელი

მზით დამწვრობა
დაკოპირებულია

ადამიანის ორგანიზმზე მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად შეიძლება, ჰიპერთერმია, ანუ სხეულის ტემპერატურის მომატება განვითარდეს. ჰიპერთერმიის ერთ-ერთი სახეა მზის დაკვრა, რომელიც ვითარდება დიდი ხნის განმავლობაში გარემოს მაღალი ტემპერატურის ან მზის პირდაპირი ზემოქმედების დროს. ზღვაზე შუადღის შემდეგ მაღალია რადიაციული ფონი და მზის სიმხურვალე. ამიტომ 12-დან 18 საათამდე სანაპიროზე გასვლა არ არის მიზანშეწონილი.

ჰიპოთერმიის ნიშნები: ძლიერი ოფლიანობა, მკრთალი ან მოწითალო ფერის ნამიანი კანი. თუ ოფლიანობა გამოხატული არ არის, მაშინ კანი შეხებით ცხელია და მშრალი – ეს კი ორგანიზმის გაუწყლოების მაჩვენებელია, რაც ძალიან ცუდია. ამ მდგომარეობას ახასიათებს სხეულის ტემპერატურის მომატება; ხშირი და სუსტი პულსი; ხშირი, ზედაპირული სუნთქვა; გულისრევა და ღებინება; თავის ტკივილი; აგზნება, კრუნჩხვა, საერთო სისუსტე, ძილიანობა. ცნობიერების დაბინდვა და უგონო მდგომარეობა.

გახსოვდეთ: თუ დაზარალებული გონზეა, სწრაფად გადაიყვანეთ გრილ ადგილას. გახადეთ ტანსაცმელი. დააწვინეთ ზურგზე და აუწიეთ ფეხები ზემოთ. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური; მხოლოდ ამის შემდეგ, დაიწყეთ დაზარალებულის გაგრილება: შეახვიეთ ის სველ ზეწარში, რომელიც პერიოდულად დაასველეთ წყლით. მას შემდეგ, რაც სხეულის ტემპერატურა 37,5 გრადუსამდე ჩამოვა, შეცვალეთ სველი ზეწარი მშრალით. მერე კი დაზარალებულს ცივი წყალი დაალევინეთ.

თუ მზეზე დაიწვით:

განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს სახისა და კისრის დამწვრობა, რადგან ზოგჯერ შეიძლება, მას შედეგად შეშუპება და სუნთქვის გაძნელება მოჰყვეს. ასეთ შემთხვევაში დროულად მიმართეთ ექიმს, მით უფრო, თუ დამწვარი ბავშვია.

ქავილისა და წვის დასაამებლად კარგია წყლის გადავლება, რომელშიც გაზავებული იქნება 3-4 სადილის კოვზი საჭმლის სოდა ან მსუბუქი ვაშლის ძმარი.

შემოიხვიეთ ცივ წყალში დასველებული პირსახოცი.

აუცილებელია დალიოთ დიდი რაოდენობით სითხე, გამორიცხულია ალკოჰოლური სასმელები.

ტკივილის შესამცირებლად კი ჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებელი აბები მიიღეთ.

მზისგან დამწვრობის შემდეგ კანს ინტენსიური დატენიანება სჭირდება, რისთვისაც უნდა გამოიყენოთ მალამოები ან ლოსიონები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის პანტენოლი, კალამინი, ალოეს ექსტრაქტი. ტრავმულობის შესამცირებლად უმჯობესია, ისინი სპრეის სახით გამოიყენოთ. შეგიძლიათ, გამოიყენოთ მენთოლის შემცველი საშუალებები – ეს გაგრილებას უწყობენ ხელს.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დამწვარ ადგილებზე კარაქის ან ნებისმიერი მცენარეული ზეთის წასმა.

დაუშვებელია ბუშტუკების ხელით გახეთქვა და კანის აძრობა – ასე შეიძლება, ინფექციის გავრცელებას შეუწყოთ ხელი.

დამწვრობის საწინააღმდეგო გელი უნდა წაისვათ კანზე სქელ ფენად, ნუ ეცდებით მის კანში შეზელვას, მიეცით საშუალება, თავად შეიწოვოს კანმა. გაიჩერეთ 30 წუთი.

მზეზე დამწვრობის თავიდან ასაცილებლად საკმარისია რამდენიმე მარტივი წესის დაცვა:

👉გარუჯვა დასაშვებია მხოლოდ 07-დან 11 საათამდე და 17-ის შემდგომ. 11-დან 17 საათამდე მზე ყველაზე მწველია, ამიტომ დამწვრობის მისაღებად სულ მცირე დროც საკმარისია;

👉 არსებობს ასეთი გამოცდილი საშუალებაც თუ თქვენი ჩრდილი თქვენს სიმაღლეზე ნაკლებია, კვლავ ჩრდილში უნდა დარჩეთ, ჯერ მზეზე გასვლა ადრეა;

👉შუადღისას მზის გამოსხივება მაქსიმალურია, ამიტომ დახურული სამოსით, თავსაბურავითა და მზისგან დამცავი სათვალით უნდა იაროთ;

👉სასურველია, თუ მზისგან დამცავი სათვალე შუშის იქნება და არა პლასტიკური, რადგან მზიან ამინდში პლასტიკური სათვალე თვალებს აზიანებს.

მზისგან დამცავი მალამოებისა და კრემების გამოყენებისას გაითვალისწინეთ:

👉 თუ ღია ფერის კანი გაქვთ, რეკომენდებულია სპეციალური კრემისა და ზეთის გამოყენება დამცავი ინდექსით – 20;

👉თუ მუქი ფერის კანი გაქვთ, შეგიძლიათ, გამოიყენოთ საშუალებები დამცავი ინდექსით 15 და ნაკლები;

👉თუ ქერა ბრძანდებით, უმჯობესია, გამოიყენოთ დამცავი საშუალებები დამცავი ინდექსით – 30;

👉 მზისგან დამცავი კრემები უნდა წაისვათ მშრალ და სუფთა კანზე, სასურველია, მზეზე გასვლამდე 1 საათით ადრე. კრემის წასმა აუცილებელია ცურვის შემდეგაც;

👉გაითვალისწინეთ! მზით დამწვრობის მიღება შესაძლებელია მოღრუბლულ ამინდშიც – მზის სხივები მშვენივრად ატანენ ღრუბლებს შორის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი