მედიცინა

მწვანე ჩაის სამკურნალო თვისებები

№20

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 26.05, 2023 წელი

მწვანე ჩაი
დაკოპირებულია

მწვანე ჩაი მდიდარია ვიტამინებით, რის წყალობითაც ის არეგულირებს წნევას, ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, შეუძლია შეამციროს ქოლესტერინის დონე სისხლში. მწვანე ჩაი დადებითად მოქმედებს ადამიანის სისხლძარღვებზე და განსაკუთრებით კაპილარებზე. ის აგრეთვე დადებით გავლენას ახდენს სისხლმბად ორგანოებზე და არეგულირებს სისხლის წნევას. იმავდროულად, მწვანე ჩაი უსაფრთხო გასახდომი საშუალებაა.

👉მწვანე ჩაი ანტიოქსიდანტების შესანიშნავი წყაროა, ეს ნივთიერებები კი დაბერებას უშლის ხელს;

👉წვავს ცხიმს და გაძლევთ საშუალებას, ვარჯიში უფრო დიდხანს გააგრძელოთ;

👉ის ახანგრძლივებს სიცოცხლეს; გვიცავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან; ამცირებს ორგანიზმში ქოლესტეროლის მომატებულ დონეს;

👉აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას; ამცირებს წნევას და ამიტომაც, სანამ მწვანე ჩაის სისტემატურ მოხმარებაზე გადახვალთ, კარგად დააკვირდით წნევას. თუ ისედაც დაბალი გაქვთ, მაშინ მაინცდამაინც ნუ მიეძალებით;

👉ამცირებს სტრესს და ტვინს ენერგიასა და ძალას ჰმატებს;

👉იცავს ფილტვებს სიგარეტისა და მისი გამონაბოლქვისგან; აგრეთვე, იმ მავნე ნივთიერებებისგან, რომელიც ხვდება მწეველი ან პასიურად მწეველი ადამიანების ფილტვებში;

👉 ორგანიზმს ეხმარება ღვიძლის ალკოჰოლისგან დაცვაში;

👉სასარგებლოა პირის ღრუსთვის, ღრძილებისთვის, კურნავს უსიამოვნო სუნს პირის ღრუში;

👉ხელს უწყობს ძვლების დაცვასა და მათ აღდგენას;

👉აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნიტეტს და იცავს მას სხვადასხვა დაავადებისგან; ყველაფერთან ერთად ებრძვის ბაქტერიებსაც;

👉კანს უფრო გლუვსა და სასიამოვნოს ხდის, ანტიოქსიდანტების წყალობით ებრძვის სიბერეს.

მწვანე ჩაი ეფექტურია:

- ხანდაზმულებში ფეხზე დგომისას თავბრუხვევის (ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის) შესამცირებლად.

- შარდის ბუშტის, საყლაპავის, საკვერცხისა და პანკრეასის კიბოს თავიდან ასაცილებლად. როგორც ჩანს, ჩაის მოყვარულ ქალებს საკვერცხის კიბოს განვითარების რისკი მათზე გაცილებით ნაკლები აქვთ, ვინც ამ სასმელს იშვიათად სვამს ან საერთოდ არ ეკარება. ერთ-ერთი გამოკვლევის შედეგების თანახმად, დღეში ორი ფინჯანი და მეტი მწვანე ჩაი საკვერცხის კიბოს განვითარების რისკს 46%-ით ამცირებს.

- პარკინსონის დაავადების ალბათობის შესამცირებლად ან მისი დაწყების გადასავადებლად.

- დაბალი არტერიული წნევის დროს. მწვანე ჩაი შეიძლება დაეხმაროს ხანდაზმულ ადამიანებს, რომელთაც არტერიული წნევა ჭამის შემდეგ უქვეითდებათ.

- სისხლში ქოლესტეროლისა და ტრიგლიცერიდების მომატებული დონის დასაქვეითებლად.

- საშვილოსნოს ყელის უჯრედების ადამიანის პაპილომავირუსული ინფექციით გამოწვეული ანომალიური გადაგვარებისა და გამრავლების შესამცირებლად.

მწვანე ჩაის დიდი რაოდენობით (დღეში 3 ჭიქაზე მეტის) მიღება უკვე აღარ არის სასარგებლო და უსაფრთხო იმის გამო, რომ ის კოფეინს შეიცავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი