მედიცინა

მწარე წიწაკის სასარგებლო თვისებები

№41

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 21.10, 2021 წელი

მწარე წიწაკა
დაკოპირებულია

წიწაკის მრავალი სახეობა არსებობს, რომლებიც ძირითადად, ორ ჯგუფად იყოფა – ტკბილი და მწარე. მწარე წიწაკის სახეობაა წითელი წიწაკა, ანუ ჩილი.

წიწაკის ყველა სახეობა შეიცავს შაქარს, ცილებს, ცხიმებს, ეთერზეთებს, დიდი რაოდენობით უჯრედისს. ის მდიდარია ვიტამინებით A, C, P, B, B1, B2, ასევე, კალიუმითა და მანგანუმით.

მწიფე წითელი წიწაკა ექვსჯერ მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ლიმონი, ასევე, მასში ბევრად მეტია A ვიტამინის შემცველობა, ვიდრე სტაფილოში.

მწარე წიწაკა კარგი მადის აღმძვრელი საშუალებაა. ამისთვის გამოიყენება სპირტზე დამზადებული წიწაკის ნაყენი, რომელსაც ჭამამდე 10-15 წვეთის ოდენობით იღებენ. მაგრამ ამ ნაყენის მიღება არ შეიძლება მათთვის, ვისაც აქვს საჭმლის მომნელებელი ორგანოების, თირკმელების, გულის პრობლემები.

წიწაკა შეუცვლელი საშუალებაა მათთვის, ვისაც აქვს ნაწლავების დაავადებები, რადგან მას მაღალი ბაქტერიციდული მოქმედება გააჩნია.

მწარე წიწაკა ეხმარება ორგანიზმს შინაგანი ანთებითი პროცესების დაძლევაში და ანადგურებს ავთვისებიან უჯრედებს.

წიწაკის საიდუმლო კომპონენტ კაპსაიცინშია. მას ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, ასევე ამცირებს ტკივილს. ამასთან ამ ნაერთს გააჩნია გამაღიზიანებელი თვისება, რაც წიწაკას საშუალებას აძლევს მასობრივად გაანადგუროს ავთვისებიანი უჯრედები.

კაპსაიცინი ხელს უწყობს ცხიმოვანი ჩანართების დაწვას, აწესრიგებს კუჭის მჟავიანობას და აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს. უფრო ადრე ჩატარებული კვლევებით დადასტურდა, რომ კაპსაიცინს შეუძლია ღვიძლის გაწმენდა და აქვს ნაღველმდენი თვისებები. წიწაკას ნაყენის ან მალამოს სახით გარეგანად იღებენ მიოზიტების, რევმატიზმის, პოლიართრიტის, პოდაგრის, ზედა სასუნთქი გზების კატარის დროს. მაგალითად, მალამოს დამზადებისთვის დაგჭირდებათ ერთი წილი ნაყენი და 3 წილი მცენარეული ცხიმი. მალამო ეფექტურია მცირე მოყინვის დროს.

წითელ წიწაკას ორგანიზმის გამწმენდი მოქმედება აქვს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, სხვა ბოსტნეულისგან განსხვავებით დიდი რაოდენობით შეიცავს ასკორბინის მჟავას, რომელიც ადამიანის ორგანიზმში 3 თვე რჩება. ყოველივე ეს აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს მადას, ებრძვის ანემიას, ხელს უწყობს თმის ზრდას და კარგად მოქმედებს კანზე.

წიწაკა იცავს ორგანიზმს გაციებისაგან. როცა გრძნობთ, რომ ცივდებით, მაშინვე უნდა მიიღოთ 1/4 ჭიქა წიწაკის ნაყენი. ნაყენის მოსამზადებლად საჭიროა 0,5 ლიტრ არაყში მოათავსოთ 1 ცალი პატარა ზომის წითელი წიწაკა და გააჩერეთ ბნელ ადგილას 7 დღის განმავლობაში. მისი სპირტიანი ნაყენი ფართოდ გამოიყენება მედიცინაში გარეგანი ხმარებისას. წიწაკას აქუცმაცებენ, ასხამენ 90-პროცენტიან სპირტს 1:10 თანაფარდობით და აჩერებენ ერთი კვირის განმავლობაში. წიწაკის ნაყენი იხმარება როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება რადიკულიტის, რევმატიზმის, ართრიტის, მიოზიტის და მოყინვის დროს.

მწარე წიწაკა საშიშია, როდესაც:

ადამიანს აწუხებს სტენოკარდია, არითმია, ჰიპერტონია, აქვს დაავადებული ღვიძლი და თირკმელები, აქვს კუჭის წყლული, გასტრიტი, ნაწლავების ტრაქტის პრობლემები.

საკვების მომზადებისას ეცადეთ, მწარე წიწაკა თვალში არ მოგხვდეთ. თუ მწარე წიწაკა შეჭამეთ, წყლის დაყოლებას ეფექტი არ ექნება. სჯობს, იოგურტი, რძე ან მაწონი დააყოლოთ, თუმცა, წიწაკის სიმწარეს, ასევე, კარგად „გადაწონის“ ლიმონიც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი