მედიცინა

კონიუნქტივიტის მკურნალობა

№23

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 17.06, 2021 წელი

კონიუქტივიტი
დაკოპირებულია

თუ ზაფხულის კაშკაშა მზე თვალის ლორწოვან გარსს გიღიზიანებთ და ალერგიული კონიუნქტივიტისადმი გაქვთ მიდრეკილება, აუცილებლად გამოიყენეთ მზის სათვალე. გახსოვდეთ: მოდური, პატარა და ვიწრომინებიანი სათვალე საიმედო დამცველად არ გამოგადგებათ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ გამწვავებული კონიუნქტივიტის დროს მცხუნვარე მზის ქვეშ სათვალითაც კი არ შეიძლება გარუჯვა, უმჯობესია, სანაპიროზე ქოლგის ქვეშ დაისვენოთ.

კონიუნქტივიტის სიმპტომები დამოკიდებულია ანთების ტიპზე, მაგრამ ეს შეიძლება იყოს:

• თვალის თეთრი ან ქუთუთოს შიგნითა ზედაპირის სიწითლე;

• კონიუნქტივას შეშუპება;

• გაძლიერებული ცრემლდენა;

• მოყვითალო სქელი გამონადენი, რომელიც რჩება წამწამებს შორის, განსაკუთრებით ძილის შემდეგ, რამაც შეიძლება, გააძნელოს თვალების გახელა გაღვიძებისას;

• მოთეთრო ან მომწვანო გამონადენი თვალიდან;

• თვალების ქავილი;

• თვალების წვის შეგრძნება;

• მხედველობის დაბინდვა;

• ლიმფური ჯირკვლების შეშუპება (უმეტესად ვირუსული ინფექციების დროს).

თუ ეჭვი გაგიჩნდათ, რომ კონიუნქტივიტი გაქვთ, უნდა ერიდოთ კოსმეტიკის გამოყენებას, განსაკუთრებით – თვალის მაკიაჟს.

ნუ გახვალთ ქარიან ამინდში, ისეირნეთ წვიმის შემდეგ, როცა ჰაერში მტვერი თითქმის არ არის, სეირნობიდან დაბრუნების შემდეგ კი თვალები გამდინარე წყლით ან ჩაის ნაყენით ამოიბანეთ.

როგორც კი თვალის სიწითლეს შეამჩნევთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ თვალს და არ დაიწყოთ მისი მოფხანა. შეიძლება, სულ ცოტა ხნით ეს სასიამოვნო იყოს, თუმცა შემდეგში ეს მეტ დისკომფორტს გამოიწვევს და ტკივილსაც კი. მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად ძალიან მოგინდებათ მოფხანა, მაქსიმალურად შეიკავეთ თავი. უნდა მოითმინოთ, სხვა გზა არაა.

შეგიძლიათ, თვალები ამოიბანოთ გვრილის ხსნარით და ასევე, მუქი ჩაით. თუ თქვენ გაქვთ ერთი თვალის ანთება, აუცილებელია, რომ ხსნარით ორივე თვალი დაიმუშავოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდია ალბათობაა, ინფექცია მეორე თვალზეც გადავიდეს.

👉კონიუნქტივიტის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის დაცვა: არ შეეხოთ თვალებს ხელით, საჭიროა ხელების ხშირი დაბანა, არ გამოიყენოთ საზიარო პირსახოცი, ხშირად ცვალეთ თეთრეული, არ გამოიყენოთ სხვისი კოსმეტიკური საშუალებები, მოერიდეთ ტუშის გამოყენებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი