მედიცინა

ირაკლი შელია: განსაკუთრებული შეგრძნებაა, როდესაც პაციენტი ეტლით შემოდის და ჩემგან საკუთარი ფეხით გადის

ავტორი: ანა თაბაგარი 13:28 23.09, 2021 წელი

ირაკლი შელია
დაკოპირებულია

ახალგაზრდა, წარმატებული ექიმი-რეაბილიტოლოგი და რევმატოლოგი, ბატონი ირაკლი შელია ყოველდღიურად იბრძვის ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, მისთვის თითოეული პაციენტი ოჯახის წევრივით მნიშვნელოვანია. ამიტომაა, რომ მისი გულისხმიერება და განსაკუთრებული დამოკიდებულება არავის რჩება შეუმჩნეველი.

ირაკლი შელია: 2003 წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, 2004 წლიდან დავიწყე კატასტროფის ბრიგადაში მუშაობა, შემდეგ – რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, შემდეგ იყო ინტერნატურა-ორდინატურა მოსკოვის პირველ სამედიცინო უნივერსიტეტში. მოსკოვიდან საქართველოში 2012 წელს დავბრუნდი და ღუდუშაურის კლინიკის ქირურგიულ განყოფილებაში დავიწყე მუშაობა. ზოგადი ქირურგიც გახლავართ, ჩემთვის ოპერაციების კეთებაც ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა, მაგრამ რეაბილიტოლოგობას სხვა ხიბლი აქვს, განსაკუთრებული შეგრძნებაა; როდესაც პაციენტი ეტლით შემოდის და ჩემგან საკუთარი ფეხით გადის. თითოეულ პაციენტს ოჯახის წევრად აღვიქვამ, ვცდილობ, მაქსიმალურად კომფორტული გარემო შევუქმნა. არასდროს ვიცვამ თეთრ ხალათს, რამაც მათში შესაძლოა, შიშის შეგრძნება გამოიწვიოს: ვაძლევ ჩემს პირად ტელეფონს, სოციალური ქსელების მისამართს და როდესაც მათ ვჭირდები, ყოველთვის კონტაქტზე ვარ.

– რა დაავადებები გხვდებათ ყველაზე ხშირად?

– 21-ე საუკუნის ყველაზე გავრცელებული დაავადებებია ართრიტი, ართროზი, კოქსართროზი, თიაქრები, პროტრუზიები, სქოლიოზი, დეზი, პოდაგრა და ამ ყველაფერს. ამ ყველაფერს იწვევს არასწორი ცხოვრების წესი, მემკვიდრეობითი ფაქტორი, ნესტი, კვება – დიდი რაოდენობით მარილი, შაქარი...

– ძალიან აქტუალური გახდა ჰიალურონის მჟავის პრეპარატის გამოყენება, რამაც ჰორმონული თერაპია ჩაანაცვლა, რა განსხვავებაა ჰორმონოთერაპიასა და ჰიალურონის მჟავას გამოყენებას შორის?

– როდესაც პაციენტი იღებს ჰორმონს, ის მას სიცოცხლისუნარიანობას უმცირებს, რადგან თირკმელში ილექება და ნებისმიერ ორგანიზმზე ცუდად მოქმედებს, ამიტომ ყოველდღიურ ჰორმონზე, უკიდურეს შემთხვევაში, 100-დან შეიძლება, მხოლოდ ერთი პაციენტი იყოს და თან, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გაკეთდეს დედიმერის ანალიზი – სისხლში თრომბის არსებობა, რადგან როდესაც პაციენტს ჰორმონს ვუნიშნავთ, თუ სადმე თრომბის მიმართ აქვს მიდრეკილება, გარკვეული პერიოდის შემდეგ ავტომატურად დაძრავს.

რაც შეეხება ჰიალურონის მჟავას, ბოლო ორი წლის განმავლობაში ის კომბინირებული, რაც ძალიან ეფექტურია, ამაში სარისკო არაფერია და ბავშვებსაც ვუკეთებთ, ყველა სახსარში შეიძლება ამის გაკეთება, ეს იგივეა რაც ბოტოქსი.

– რა ეფექტს იძლევა ჰიალურონის მჟავა?

– როდესაც ჰიალურონის მჟავა მუხლის სეგმენტში კეთდება, შეიძლება, ეფექტი იმ დღიდანვე მივიღოთ – მან უნდა წარმოქმნას სილიკონი და ძვლები ერთმანეთს დააშოროს. სრული შედეგი ორი კვირის განმავლობაში გვაქვს. ჰიალურონის მჟავა იწვევს დროებითი ეფექტს, სანამ ოპერაციამდე მივალთ. ადრეულ ასაკში გამოვლენის შემთხვევაში კი მას შეუძლია, პროცესი გარკვეული პერიოდით შეაჩეროს და ხრტილი აღადგინოს კიდეც.

– რა შემთხვევაში ხდება საჭირო ოპერაციული ჩარევა?

– როდესაც პაციენტს გაკეთებული აქვს ფიზიოთერაპია, მანუალური ვარჯიშები, ჰიალურონის მჟავა, ბლოკადა, მაგრამ ვერაფერს ირგებს, დგება ოპერაციული ჩარევის აუცილებლობა. გონართროზის და მენისკების შემთხვევაში ხდება მუხლის სახსარში იმპლანტების ჩასმა, ასევე, ხდება იმპლანტების ჩანაცვლება კოქსართროზის დროს. თუ წინათ მენჯ-ბარძაყის ოპერაციის დროს 25 სანტიმეტრამდე იყო განაკვეთი, ახალი უსისხლო ინვაზიური მეთოდით 5 სანტიმეტრამდე განაკვეთია, პაციენტს ოპერაციიდან ნახევარ საათში წამოაყენებენ და რეაბილიტაცია მეათე დღეს მთავრდება. გარანტია კი 25 წელია. ძველი მეთოდის შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდი 2- დან 6 თვემდეა და პაციენტი თავიდან სწავლობს სიარულს. მართალია, ძველი მეთოდის ოპერაციის 70 პროცენტს სახელმწიფო აფინანსებს, ახალი მეთოდისას კი – 50 პროცენტს, მაგრამ რეალურად, ძველი მეთოდით ოპერაცია პაციენტს უფრო ძვირი უჯდება, იმიტომ რომ ოპერაციის შემდგომ დამატებითი ხარჯებია საჭირო, რასაც სახელმწიფო არ აფინანსებს.

– როგორც ვიცი, თქვენს რეაბილიტაციის ცენტრში საკმაოდ დიდია მომართვიანობა...

– პაციენტების რაოდენობა დღითი დღე იზრდება, რეგიონებში უფრო მეტად ჭირს რეაბილიტაციის ცენტრები და პაციენტების უმეტესი ნაწილი რეგიონებიდან ჩამოდის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ – ფიზიოთერაპიას, ლაზეროთერაპიას, ელექსტროსტიმულაციას, მაგნიტოთერაპიას, გაჭიმვებს, მასაჟებს და ასე შემდეგ.

– როგორ მოვიქცეთ ზემოხსენებული დაავადებების პრევენციისთვის?

– ართროზის განვითარებას ყველაზე მეტად ნესტი უწყობს ხელს, ასევე, საყურადღებოა კვების რაციონი, რაც უნდა ძვირიანი საკვები პროდუქტები მივიღოთ, ყველაფერი ნიტრატითაა გაჟღენთილი, ამიტომ უნდა შევამციროთ საკვებში მარილის რაოდენობა, ასევე, უნდა ვაკონტროლოთ ალკოჰოლის მიღება, ლუდის რაოდენობა კვირაში ერთ ჭიქას არ უნდა აჭარბებდეს, საჭიროა ვაკონტროლოთ ქოლესტერინის რაოდენობა.

თუ თქვენი დღის რეჟიმიდან გამომდინარე მთელი დღის განმავლობაში ჯდომა გიწევთ, აუცილებელია ნახევარი საათით ფეხით გავლა, იმისთვის რომ აღდგეს ძვალსახსროვანი სისტემა და პრობლემები არ შეგექმნათ. მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი და იოგურტი. მნიშვნელოვანია წონის კონტროლი, წონაში დასაკლებად 6 საათის შემდეგ არ მიირთვათ, შეამცირეთ მარილი და შაქარი.

– ბევრს ჩვევად აქვს, ეგრეთ წოდებული, თითების ტკაცუნი. რა შეიძლება ,დავაზიანოთ ამ უნებლიე ქმედებით?

– გამოშრება ძვალსახსროვანი სისტემა და ჩამოგიყალიბდებათ ოსტეოფიტები-მარილოვანი წარმონაქმნები.

– რა არის მარილების დაგროვება და რა შეიძლება, გამოიწვიოს უყურადღებობის შემთხვევაში?

– რასაც თქვენ მარილების დაგროვებას ეძახით ეს ოსტეოქონდროზია, არსებობს კისრის, გულმკერდისა და წელის მალების ოსტეოქონდროზი, ძველად ამას რადიკულიტს ეძახდნენ. როდესაც ოსტეოქონდროზი წელის მალებზეა განვითარებული, მაშინ წინა სეგმენტსა და ქვედა მალებს გადასცემს, როდესაც გულმკერდის სეგმენტშია – ეს შიდა ორგანოებს აკონტროლებს, ხოლო როცა კისრის სეგმენტშია ხელებსა და კეფის მიდამოზე მოქმედებს. კისრის ოსტეოქონდროზისთვის დამახასიათებელია კეფის მიდამოში ტკივილი, ყურში შუილი, თვალებში დაბინდება და ხელების დაბუჟება. ამ ჩივილებით პაციენტები ხშირად ნევროპათოლოგთან მიდიან, დანიშნული მკურნალობით შედეგს ვერ იღებენ და მხოლოდ მერე აკითხავენ ნეიროქირურგს. ამიტომ, პირველ რიგში, საჭიროა, გაკეთდეს კისრის მალების ტომოგრაფია. მნიშვნელოვანია, მიმართოთ სწორ სპეციალისტს. არავითარ შემთხვევაში არ გაიმეოროთ სხვისი მკურნალობის მეთოდი, რადგან თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია.

– გაგვაცანით თქვენი ოჯახი.

– მეუღლე – მარიამ გულუა ექიმი-ოფთალმოლოგია, გვყავს ორი ქალიშვილი – ანი და სოფია შელიები, მალე ვაჟს ველოდებით.

P.S. ირაკლი ექიმთან ჩასაწერად დარეკეთ ტელეფონზე: 555-78-77-72.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი