მედიცინა

იმუნური სისტემის უკეთესი კონტროლი სასუნთქი გზების ინფექციების საპროფილაქტიკოდ

№48

ავტორი: სოფი ლორია 18:44 02.12, 2022 წელი

ისმიჟენი
დაკოპირებულია

ზამთრის სეზონის დადგომა ჯანდაცვის სექტორს ყოველთვის დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს, რადგან ტემპერატურის კლებასთან ერთად, მკვეთრად იზრდება ვირუსული თუ ბაქტერიული რესპირაციული ინფექციებით ავადობის რიცხვი. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსები წელიწადის ნებისმიერ დროს ცირკულირებს, რესპირაციული ინფექციები - მათ შორის გრიპი, ადენოვირუსი, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, კორონავირუსი, რინოვირუსი თუ ეგრეთ წოდებული ჩვეულებრივი გაციება - ყოველთვის უფრო აქტიურია ზამთარში. გამონაკლისს არც ეს წელი წარმოადგენს. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები შეშფოთებულნი არიან გრიპის (ეგრე წოდებული „ჰონკონგის“ - H3N2 და „ღორის“ გრიპი - H1N1) და კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატებით.

ზამთარში ავადობის გამომწვევია გარემო პირობების ცვლა და ადამიანთა ქცევა. ცივ სეზონზე ვირუსთა გარკვეული ჯგუფი განსაკუთრებით აქტიურდება. ამასთან ერთად, ზამთარში გაცილებით მეტი დროის გატარება გვიწევს დახურულ სივრცეებში, რაც ვირუსების გავრცელების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. სასუნთქი გზების ინფექციებს თან ახლავს უსიამოვნო სიმპტომები: სხეულის ტემპერატურის მომატება, ხველა, სურდო, ყელის ტკივილი. ინფექციების უმრავლესობა გრძელდება დაახლოებით ერთი კვირა, თუმცა შეიძლება გაგრძელდეს უფრო ხანგრძლივადაც.

რესპირაციული ტრაქტის ინფექციები (RTI) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, პოტენციურად მძიმე ფორმებია. ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები გრიპის ვირუსთან ერთად, ინფექციებით გამოწვეული სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. რესპირაციული ტრაქტის ინფექციების განვითარების რისკ-ფაქტორებია: ასაკი (მცირეწლოვანი ბავშვები, მოხუცები), მწეველობა, ალკოჰოლიზმი, იმუნოსუპრესიული მდგომარეობა (სუსტი იმუნური სტატუსი) და თანმხლები ქრონიკული დაავადებები, ანტიბიოტიკების მიმართ რესპირაციული ტრაქტის ინფექციების გამომწვევთა რეზისტენტობის ზრდა.

რესპირაციული ტრაქტის მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებების გავრცელების პროფილაქტიკა უკავშირდება ჰაერის დაბინძურებისა და მწეველობის შემცირებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, შრომისა და დასვენების ადეკვატურ დაბალანსებას, თანმხლები ქრონიკული დაავადებების მკურნალობას, სეზონურ ვაქცინაციას და იმუნიტეტის გამააქტივებელი საშუალებების მიღებას.

იმუნური სისტემა ორგანიზმის ბუნებრივი დაცვითი სისტემაა. ეს არის უჯრედების, ქსოვილებისა და ცილების ერთობლიობა, რომლებიც სხეულს უცხო და პათოგენურ აგენტებთან ბრძოლაში ეხმარება. იმუნური სისტემა ორგანიზმის ბრძოლის უნარს მილიონობით ბაქტერიისა და ვირუსის წინააღმდეგ უზრუნველყოფს. ეს არის დაცვის მექანიზმი, რომლის მიზანია უცხო მიკროორგანიზმების გამოვლენა და მათ წინააღმდეგ ბრძოლა.

იმუნიტეტი შესაძლოა იყოს ბუნებრივი და ხელოვნური. თავის მხრივ, ბუნებრივი იმუნიტეტი თანდაყოლილია ან შეძენილი. თანდაყოლილ იმუნიტეტს ადამიანი მშობლებისგან მემკვიდრეობით იღებს, ხოლო შეძენილი იმუნიტეტი რაიმე ინფექციური დაავადების გადატანის შემდგომ გამომუშავდება. ხელოვნური იმუნიტეტი კი ვაქცინაციით ყალიბდება.

სპეციალისტები იმუნიტეტის გაძლიერების რამდენიმე ბუნებრივ გზას გვთავაზობენ, როგორიცაა: სტრესის შემცირება, ხილისა და ბოსტნეულის რეგულარულად მიღება, ძილის რეჟიმის მოწესრიგება, ჯანსაღი ცხოვრების წესი. გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლებელია, იმუნიტეტი იმუნომოდულატორებით გაიძლიეროთ.

ისმიჟენი (ISMIGEN®) შვეიცარიული კომპანიის Lallemand Pharma მიერ წარმოებული, მაღალი ხარისხის, ახალი თაობის იმუნომოდულატორია. ის პოლივალენტური, მექანიკური, ბაქტერიული წარმოშობის ლიზატია (PMBL). მისი მოქმედება ეფუძნება იმუნური სისტემის კონტროლისა და დაცვის მექანიზმების გაძლიერებას, რაც განაპირობებს ინფექციების განვითარების პრევენციას და ააქტიურებს ორგანიზმის ბრძოლის უნარს ამ ინფექციებთან.

როგორც ზემოთ აღინიშნა, ისმიჟენი მიკრობული უჯრედების მექანიკური ლიზისით მიიღება. ისმიჟენის შემადგენლობაში შედის სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული ინფექციების ყველაზე ხშირი გამომწვევი ბაქტერიები, რომელთა მექანიკური ლიზისი თანამედროვე, ორიგინალური ტექნოლოგიით ხორციელდება; მიღებული ინაქტივირებული ბაქტერიული ანტიგენები ორგანიზმისთვის უფრო ადვილად ამოსაცნობია, იმუნური პასუხი კი - უფრო სწრაფი და ძლიერი.

კვლევებით დადასტურებულია, რომ ისმიჟენი ამცირებს ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების სიხშირეს, სიმძიმესა და ხანგრძლივობას. ამცირებს ანტიბიოტიკებისა და ბრონქოდილატაციური საშუალებების მოხმარების საჭიროებას. ისმიჟენი ზრდის ორგანიზმის დაცვით თვისებას იმ მიკროორგანიზმების მიმართ, ძალიან ხშირად სასუნთქი გზების ინფექციებს რომ იწვევს და გამოიყენება, როგორც იმუნომოდულაციური საშუალება სასუნთქი გზების ინფექციების საპროფილაქტიკოდ.

ისმიჟენი უზრუნველყოფს ორგანიზმის ორმაგ დაცვას სასუნთქი გზების ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებისგან. ზრდის დაცვით მექანიზმებს ორგანიზმში სასუნთქი გზების ინფექციების გამომწვევი მიკროორგანიზმების მიმართ, რაც ინფექციების განვითარების პრევენციას და მათთან ორგანიზმის ბრძოლის უნარის გააქტიურებას განაპირობებს. ისმიჟენი, როგორც ანტიგენების ნარევი, ხელოვნურად ააქტიურებს ადგილობრივ და სისტემურ იმუნურ სისტემას, ამიტომ მას სხვაგვარად „პერორალურ ვაქცინასაც“ უწოდებენ.

ისმიჟენი ინიშნება: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქული ასთმის, ტონზილიტის, ფარინგიტის, ლარინგიტის, რინიტის, სინუსიტის, ოტიტისა და სხვა ინფექციების დროს.

ასევე, დასაშვებია ისმიჟენის გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში, როგორიცაა: ანტიბიოტიკები, ხველის საწინააღმდეგო საშუალებები და ასე შემდეგ.

ისმიჟენი გამოიყენება, როგორც საპროფილაქტიკოდ, ასევე მწვავე პროცესების დროს.

ისმიჟენი მიიღება დღეში ერთხელ, ენის ქვეშ გასაწუწნად, რაც თავის მხრივ, განაპირობებს ადგილობრივი და ზოგადი იმუნური სისტემის აქტივაციას. 6 თვიდან - 12 წლამდე მიიღება - 1/2 აბი დღეში ერთხელ, 12 წლიდან კი - 1 აბი დღეში ერთხელ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი