მედიცინა

იმკურნალეთ რეჰანით

№35

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 08.09, 2022 წელი

რეჰანი
დაკოპირებულია

რეჰანს შესანიშნავი ანტისპაზმატიური თვისებები აქვს და ამიტომ ძველი დროიდან გამოიყენება კუნთებისა და სისხლძარღვების მოდუნებისთვის.

ძლიერი თავის ტკივილის დროს, რომელიც გამოწვეულია სისხლძარღვების სპაზმებით, საკმარისია მიიღოთ მცენარის რამდენიმე ღერი და 5-7 წუთში შესამჩნევ გაუმჯობესებას იგრძნობთ. თუ გაწუხებთ კუნთების კრუნჩხვები და სპაზმები, შეტევის დროს ეფექტურია რეჰანის წვენის შეზილვა, რომელიც სწრაფად მოგიხსნით უსიამოვნო შეგრძნებებს.

ამის გარდა, ვისაც სურს აღადგინოს ძალები და გაიძლიეროს იმუნიტეტი, განსაკუთრებით ავადმყოფობისა და ოპერაციების შემდგომ, 10-12 დღის განმავლობაში ყოველი ჭამის წინ 50 მილილიტრი ახლადგაწურული წვენი უნდა მიიღოს.

ეთერზეთების დიდი შემცველობის წყალობით, რეჰანის წვენს წარმატებით იყენებენ შარდსასქესო გზების ანთებითი პროცესების, მეტეორიზმის, კუჭ-ნაწლავის მუშაობის ნორმალიზებისა და თირკმელებიდან კენჭების გამოდევნის დროს. ამ შემთხვევაში საჭიროა მიიღოთ 100 მილილიტრის რაოდენობით დაძინებამდე 20-30 წუთით ადრე. თირკმელებში კენჭების დროს მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

რეჰანის წვენი კარგია შარდსასქესო ორგანოების ანთების, შარდვის დროს წვის შეგრძნების, ხველების, ძნელად შეხორცებადი ჭრილობების, ეგზემის, მეტეორიზმის, სპასტიკური კოლიტის, ნაღვლის ბუშტის დისკინეზიის, სტომატიტების, პირის ღრუში ანთებითი პროცესების დროს.

თავისი ანტისეპტიკური თვისებების გამო რეჰანის ნაყენი ეფექტურია გაციების, მაღალი სიცხის, ძლიერი ხველების, თვალების ანთებითი პროცესების (მათ შორის კონიუნქტივიტის), ღრძილების ანთების და კბილის ტკივილის დროს: 1 სადილის კოვზ გამხმარ რეჰანის ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ 30-40 წუთის განმავლობაში და გაწურეთ. ძლიერი გაციებისა და ხველების დროს მიიღეთ ნახევარი ჭიქა თბილი ნაყენი 3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ, ხოლო თვალებისა და ღრძილების ანთების დროს გამოიყენეთ სავლების სახით.

დეპრესიებისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის და მათთვის, ვინც მუდმივად იმყოფება სტრესის ქვეშ რეკომენდებულია რეჰანის ფოთლების დამატება ჩვეულებრივ ჩაიში, ვინაიდან ეს მცენარე ბუნებრივი ანტიდეპრესანტია და ამიტომ, არა მხოლოდ ხსნის დაღლილობას, არამედ აუმჯობესებს განწყობას. მეცნიერების მიერ დამტკიცებულია, რომ თავისი ეფექტურობით ამ სასწაული მცენარის ერთი ფინჯანი ჩაი შავი შოკოლადის რამდენიმე ფილას უდრის.

რეჰანის საუცხოო სურნელი და გემო მასში შემავალი ეთერზეთების დამსახურებაა, მის სასარგებლო თვისებებს კი P ვიტამინისა და A პროვიტამინის მარაგი განაპირობებს. რეჰანს ანტიმიკრობული მოქმედება აქვს, ხსნის თავის ტკივილს, ასტიმულირებს საჭმლის მონელებას, შველის უძილობას.

თვალის დაავადებების მკურნალობისას 1 სადილის კოვზ მშრალ რეჰანს ასხამენ 1 ჭიქა ადუღებულ წყალს. გააცივებენ და ამ ხსნარით თვალებს დღეში რამდენჯერმე იბანენ.

რეჰანის ნაყენი ყურის ტკივილსაც უშველის: 2 სუფრის კოვზი მწვანილი 0.5 ლიტრ ცხელ წყალში მოხარშეთ და ნელთბილ ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ. შემდეგ 10 წუთი გააჩერეთ. კომპრესი ყოველდღე გამოიყენეთ, სანამ ყური გტკივათ. ამასთან, გამოიყენეთ რეჰანის ეთერული ზეთი, რომელიც აფთიაქებშია. გამთბარ ზეთს ყურში 1-2 წვეთს აწვეთებენ და ანთება და ტკივილი მცირდება.

ეს ნატურალური პრეპარატი 99% მიკრობებს გააქრობს, რომლებიც ჩვენს პირში ხვდება. თუ კისერზე, ენაზე ან სასაზე დაზიანებები გაქვთ, რეჰანი ეფექტურად მოარჩენს. კარგად გამოივლეთ პირი რეჰანის ნაყენით ან დაღეჭეთ ფოთლები. მწვანილი გამოიყენება კბილის ტკივილის და კარიესის დროს. იმისთვის, რომ მოირჩინოთ, საკმარისია დაღეჭოთ რეჰანის რამდენიმე ფოთოლი და გაიჩეროთ ის ნატკენ კბილზე. რეჰანის ფხვნილს კბილის პასტადაც კი იყენებენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი