რჩევები

ექიმის რჩევები

ავტორი: „თბილისელები“ 14:22 17.11, 2020 წელი

გულის პრობლემები
დაკოპირებულია

კითხვა: ვარ 72 წლის, პროფილაკტიკის მიზნით, 2 წელია, გულის ელექსირს ვსვამ. მაინტერესებს, მასთან ერთად „იმუნოჰერბის“ მიღება თუ შეიძლება? კონკრეტულად რის სამკურნალოდ გამოიყენება „იმუნოჰერბი“ და დღეში რამდენჯერ არის რეკომენდებული მისი მიღება? მაწუხებს სახსრები.

პასუხი: „იმუნოჰერბი“ ანტივირუსული ჰომეოპათური საშუალებაა, გამოყენების ჩვენებაა: იმუნიტეტის გაძლიერება, მწვავე რესპირატორული დაავადებები, პროფილაქტიკური საშუალება გრიპის ეპიდემიის დროს. უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები არ არის გამოვლენილი. არ გააჩნია სხვა სამკურნალო საშუალებებთან გამოყენების შეზღუდვები. თუმცა, ორივე პრეპარატს ერთდროულად ნუ მიიღებთ, დაიცავით 2-საათიანი შუალედი მაინც.
კითხვა: დამიდგინდა სტაფილოკოკური ფოლიკულიტი, მაქვს თმის ცვენაც. იკურნება თუ არა სტაფილოკოკური ფოლიკულიტი და თმის ცვენა დაკავშირებულია თუ არა აღნიშნულ დიაგნოზთან?
პასუხი: ინკურნება. მიმართეთ დერმატოლოგს. ფოლიკულიტი შეიძლება, თმის ცვენის მიზეზი იყოს. ფოლიკულიტი თმის ძირის ანთებაა.ხშირ შემთხვევაში, მისი გამომწვევი სტაფილოკოკია. არსებობს გარეგანი გამღიზიანებლით (ხშირი პარსვა, ეპილატორის გამოყენება, თმის ჩაბრუნება, დაბინძურებული წყალი) პროვოცირებული ფოლიკულიტებიც. მის სამკურნალოდ გამოიყენება ადგილობრივი საშუალებები. სისტემური ანტიბიოტიკების დანიშვნა გაურთულებელ შემთხვევაში საჭირო არაა. არსებობს თავის თმიანი ნაწილის ფოლიკულიტის ქრონიკული, მოაბსცედირე ფორმები, რომლის დროსაც გამონაყრის ადგილას ნაწიბურები რჩება, სადაც თმა აღარ იზრდება. ჩვეულებრივი ფოლიკულიტი თმის ცვენას არ იწვევს.
კითხვა: რა არის ბუასილის კვანძის ფოჩი? ოპერაცია გარდაუვალია?
პასუხი: ანალური „ფოჩი“ არის ბუასილის კვანძის გაწოვის შემდგომ დარჩენლი რბილი ქსოვილი. საშიშროებას არ წარმოადგენს. მედიკამენტოზურ მკურნალობას არ ექვემდებარება.
კითხვა: ვარ 19 წლის ბიჭი. ყველას 15-ის ვგონივარ. რისი ბრალია და ვის მივმართო?
პასუხი: სქესობრივი განვითარების შეფასებისთვის უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი