მედიცინა

ექიმის რჩევები

№5

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 14.02, 2021 წელი

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: გულის ექოსკოპიაზე ენდოკარდიტის ნიშნები ხომ გამოჩნდებოდა? მაქვს მიტრალური სარქველის პროლაფსი იოლ ფორმაში.
პასუხი: დიახ, ინფექციური ენდოკარდიტის დიაგნოსტიკის ერთ-ერთი მეთოდი, სწორედ, ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევააა. ექოკარდიოგრამაზე ჩანს სარქვლებზე არსებული მიკრობული ვეგეტაციები. დიაგნოზი ათიდან რვა შემთხვევაში, სწორედ, ექოკარდიოგრაფიას ეფუძნება.
კითხვა: მაწუხებს კუჭის ტკივილი, ზოგჯერ ღამითაც მაღვიძებს და დილითაც, გაღვიძებისთანავე, მტკივა. ზოგჯერ კი ისე გადის დღეები საერთოდ არ მაწუხებს. მაინტერესებს, ექოთი თუ გამოჩნდება რამე, რადგან ზონდის გადაყლაპვა არ მინდა. ან, ზონდის გარდა, კუჭის გამოსაკვლევად რამე სხვა საშუალება თუ არსებობს? 
პასუხი: კუჭ-ნაწლავის დაავადებების სრულყოფილი დიაგნოსტიკა გასტროსკოპიის გარეშე შეუძლებელია, პროცედურის ჩატარება შესაძლებელია ანესთეზიით. ზოგ შემთხვევაში, რენტგენოკონტრასტული კვლევაც შეიძლება ინფორმატიული აღმოჩნდეს.
კითხვა: მაინტერესებს სათვალის ზომა +2 და 0 არის თუ არა შორსმხედველობა და რა არის ჰიპერმეტროფული ასტიგმატიზმი?
პასუხი: +2 დიოპტრი მხედველობა არის შორსმხედველობა (ჰიპერმეტროპია). ნორმალურ მდგომარეობაში ჯანმრთელი თვალის რქოვანას თანაბარი სფერული ზედაპირი აქვს. ასტიგმატიზმის დროს ეს სფერულობა ირღვევა. შედეგად, თვალში შემავალ სხივთა გარდატეხა სხვადასხვა სიბრტყეში სხვადასხვანაირად ხდება, რაც მხედველობის დაქვეითებას იწვევს. ასე რომ, ოპტიკური მახასიათებლების მიხედვით, ასტიგმატიზმი არსებობს მარტივი ჰიპერმეტროპიული (ერთი ოპტიკური ღერძი ნორმალურია, მეორე – შორსმხედველობითი) და რთული ჰიპერმეტრიული – ორივე ღერძი შორსმხედველობითია, მაგრამ განსხვავებული სიდიდის.
კითხვა: 13 წლის გოგონას  ფეხის გულებზე გაუჩნდა წითელი, წვრილი გამონაყარი. რისგან შეიძლება, იყოს გამოწვეული? ბავშვს ფეხზე ოფლიანობა აქვს და წინდის გარეშე ჩუსტს ვერ იცმევს. როგორ ვუმკურნალო? 
პასუხი: გამონაყარი შესაძლოა, ოფლიანობის გამო განვითარდა, ან ალერგიული, ან სოკოვანი ხასიათისაა. უნდა ნახოს პედიატრმა.
კითხვა: მაინტერესებს, ჩემთვის გასაგებ ენაზე რამდენია 10 და 5 წლის ბავშვის გლუკოზის დონე? აპარატი მაქვს სახლში და იმით რომ გავიგო.
პასუხი: თუ ეჭვობთ, რომ ბავშვებს შაქრის დონე მომატებული აქვთ, უმჯობესია, ანალიზი ლაბორატორიაში. 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გლუკოზის ნორმა 3,33-5,55 მმოლი/ლ-ია (59,94-99.9 მგ%).
კითხვა: მარჯვენა ფერდქვეშ მქონდა სიმძიმე და ყრუ ტკივილი. ექოსკოპიურად ღვიძლი ზომაში ნორმაა, მე-4 და მე-5 სეგმენტებში ისახება კალციფიკატები 7 და 9 მილიმიტრის ზომის. რას ნიშნავს ეს? ვარ 36 წლის. მოზარდობაში მყავდა ლამბლია ჭიები.
პასუხი: ღვიძლის კალცინატები ხშირად გადატანილი ინფექციის შედეგია, ის სერიოზულ საშიშროებას არ წარმოადგენს და სპეციალურ მკურნალობასაც არ ითხოვს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე 

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი