მედიცინა

ექიმის რჩევები

№20

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 28.05, 2023 წელი

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: მუდმივად ძილის მოთხოვნილება მაქვს. ამასთან, ძილში ვგრძნობ, რომ ყველა ძვალი მტკივა, გაღვიძების შემდეგ კი ძალიან დაღლილი ვარ. რისი სიმპტომებია და რომელ ექიმს მივმართო?

პასუხი: მოთენთილობას, სისუსტეს, ძილიანობას არაერთი პათოლოგიური მდგომარეობა იწვევს (ანემია, დაბალი არტერიული წნევა, ღვიძლის პათოლოგიები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, სტრესი, დღის განმავლობაში ზედმეტი აქტიურობა ან, პირიქით, უმოძრაობა, მენიუში ზედმეტი ნახშირწყლები, კოფეინის ჭარბად მიღება, ზოგიერთი მედიკამენტის და ასე შემდეგ). საწყის ეტაპზე უმჯობესია, ოჯახის ექიმს მიმართოთ, რომელიც დაგეგმავს კვლევების თანმიმდევრობას.

კითხვა: რა იწვევს 17-18 წლის მოზარდებში შრომისუნარიანობის დაქვეითებას და თავბრუს?

პასუხი: გააკონტროლეთ არტერიული წნევა, გამოკვლევების ჩასატარებლად კი აუცილებლად მიმართეთ ოჯახის ექიმს ან თერაპევტს. საჭიროა გასინჯვა, ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის შეფასება, ინფორმაცია კვების, ძილის რეჟიმის შესახებ. ლაბორატორული კვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, გლუკოზის განსაზღვრა, ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა... კვლევების გაფართოების საჭიროება განისაზღვრება პირველადი ძირითადი კვლევების შედეგების შეფასების შემდეგ.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი