მედიცინა

ექიმის რჩევები

№19

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 21.05, 2023 წელი

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: 3 წლის ბავშვს აქვს ძალიან მშრალი კანი, ექერცლება ტანი, ფეხები, სახე. რას მირჩევთ?

პასუხი: ამ ასაკში მშრალი კანი ახლავს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ატოპიური დერმატიტი – ნეიროდრმიტი, იქთიოზი და სხვა. ამიტომ, შესაფასებლად უნდა მიმართოთ დერმატოლოგს, რომელიც განსაზღვრავს, რა სახის გამოკვლევებია საჭირო მიზეზის დასადგენად და მის სამართავად.

კითხვა: მაინტერესებს საშვილოსნოს ყელის გაზომვა ვაგინალურად და ზემოდან რამდენ მილიმეტრიან სხვაობას იძლევა?

პასუხი: საშვილოსნოს ყელის გაზომვა უფრო ზუსტია ვაგინალური ექოსკოპიით. სხვაობა შეიძლება იყოს 5-6-7 მილიმეტრი, რაც მაგალითად, ორსულობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ორსულობის დიდ ვადებზე ზუსტი შეფასება შესაძლებელია ტრანსაბდომინური ექოსკოპიითაც, მაგრამ რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება, საჭირო გახდეს ვაგინალური ექოსკოპიის ჩატარება ორსულობის დიდ ვადებზეც.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი