მედიცინა

ექიმის რჩევები

№3

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 29.01, 2023 წელი

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: რისი ბრალი შეიძლება იყოს ფეხების გაუსაძლისი ქავილი? ამის გამო წლებია, არ მცმია სინთეტიკური ქსოვილი, რაიმე მალამო თუ არსებობს ამ ქავილის მოსახსნელად?

პასუხი: კანზე გამონაყრის გარეშე ქავილის შესაძლო მიზეზია კანის სიმშრალე, ატოპია ან კონტაქტური ალერგია. ეს ასევე, უკავშირდება არაერთ პათოლოგიას (შინაგანი ორგანოებისა თუ ნერვული სისტემის დაავადებების ერთ-ერთი სიმპტომია). გირჩევთ, იხმაროთ დამატენიანებელი კრემი ხანგრძლივად; ასევე, ტანსაცმლის (კოლგოტის) რეცხვისას გამოიყენეთ ჰიპოალერგიული სარეცხი საშუალება. თუ ეს რჩევები არასაკმარისი იქნა, მაშინ დიაგნოზის დასაზუსტებლად უპირველესად მიმართეთ დერმატოლოგს.

კითხვა: მაქვს კუჭის მოქმედება დღეში 4-5-ჯერ, თხლად არა. არ მაქვს არანაირი უსიამოვნო შეგრძნება და პრობლემა, გარდა ერთისა, სულ გულის რევის შეგრძნება მაქვს და კუჭის ადგილი მიხურს. მარიხუანას მოხმარება გამოიწვევს ამ ყველაფერს? თავის დანებების შემთხვევაში, რა იქნება და რანაირად უნდა მოხდეს ეს ყველაფერი?

პასუხი: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ ასეთი დარღვევები ახასიათებს მარიხუანას გამოყენებას. მარიხუანას მოხმარებისთვის თავის დანებების პარალელურად, საჭიროა მკურნალობის კურსის ჩატარება. დიაგნოზის დაზუსტებისა და მდგომარეობის ადეკვატური მკურნალობის დანიშვნის მიზნით, გასტროენტეროლოგს უნდა მიმართოთ.

კითხვა: ერთი თვის წინ გადავიტანე ვირუსი რთულ ფორმებში, სინუსიტი მქონდა და ნერვის ანთებაც შუბლის არეში. რამდენიმე დღეა ყელში მაქვს ნერწყვის ყლაპვის დროს ლორწოს შეგრძნება, რისი ბრალი შეიძლება, იყოს?

პასუხი: ყელში ჭარბი ლორწოს მიზეზი შეიძლება იყოს: ტონზილიტი (ნუშურა ჯირკვლების/გლანდების ანთება), ფარინგიტი - ხახის ანთება ან სინუსიტი - ცხვირის ღრუს დანამატი წიაღების ანთება. დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დანიშვნის მიზნით, ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს უნდა მიმართოთ.

კითხვა: B ჰეპატიტის მესამე ვაქცინის გადაწევა ჩანიშნული თარიღიდან რამდენი დღე შეიძლება?

პასუხი: თუ ზრდასრულს ეხება შეკითხვა (20 წელი და უფროსი ასაკი) და B ჰეპატიტის ვაქცინაციის გრაფიკი შეწყვეტილია, ვაქცინების სერიის ხელახალი დაწყება არ არის საჭირო. იმ შემთხვევაში თუ მიღებული აქვს ვაქცინის ორი დოზა, მესამე კეთდება პირველივე შესაძლებლობისთანავე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი