მედიცინა

ექიმის რჩევები

№2

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 22.01, 2023 წელი

ექიმის რჩევები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: პრობიოტიკები მაქვს დანიშნული (პრობიოტიკ გოლდი), ზოგადად, შედეგი რა დროში დგება ხოლმე?

პასუხი: პრობიოტიკი მოქმედებას მიღებისთანავე იწყებს, ეფექტი ძირითადად, მკურნალობის პირველ კვირაში შესამჩნევია, თუმცა მკურნალობის კურსი თვითნებურად არ უნდა შეწყვიტოთ. მკურნალობის ხანგრძლივობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე.

კითხვა: კანზე მაქვს მოყავისფრო ლაქები, ერთი შავი ლაქა კი - ზურგზე, რომელთაგანაც ერთ-ერთი ბავშვობიდან მომყვება. ვარ 20 წლის. ამ ბოლო დროს უფრო იმატა ლაქებმა. შეიძლება, საშიში იყოს რამე?

პასუხი: უპირველესად, ჩვენი რჩევაა, ლაქები შეაფასებინოთ ოჯახის ექიმს, შესაძლოა, დაგჭირდეთ ონკოდერმატოლოგის დახმარებაც.

კითხვა: შეიძლება თუ არა რომ პირის ღრუში იარსებოს პაპილომა ვირუსის შტამ 16-მა?

პასუხი: დიახ, შესაძლებელია.

კითხვა: ვარ 24 წლის. ბოლო 10 წელია, ყლაპვა მიჭირს. ამ ბოლო დროს ეს განსაკუთრებით გამწვავდა. ექიმები ამბობენ, ფსიქოლოგიური პრობლემააო. ამის გამო ძალიან გავხდი. თუ შეგიძლიათ, მირჩიოთ რაიმე იმისთვის, რომ წონაში მოვიმატო? ასევე, მაინტერესებს, რამდენად სახიფათოა ასეთი კლება?

პასუხი: რადგან ყლაპვის გაძნელება გაქვთ, ალბათ, კვებაც გაკლიათ და ამით არის გამოწვეული სიგამხდრე. თუ დადასტურებულია, რომ დისფაგია ნევროლოგიური ხასიათისაა, მაშინ აუცილებელია, უპირველესად, ამ მიმართულებით იმკურნალოთ, ანუ ნევროლოგსა და ფსიქოლოგს უნდა მიმართოთ. პარალელურად, რა თქმა უნდა, მოიწესრიგეთ კვება. წონის დეფიციტი საფრთხეს წარმოადგენს ორგანიზმისთვის.

კითხვა: ვარ 18 წლის გოგო და მაწუხებს სხვადასხვა პრობლემა. განსაკუთრებით, ვგრძნობ ძლიერ სისუსტეს, მიჭირს სუნთქვა, ასევე ოდნავ მოშიების შემდეგ მეწყება ძლიერი თავბრუხვევისა და გულისრევის შეგრძნება. სისხლის საერთო და შაქრის ანალიზები ნორმაშია. ასევე, ჭამისკენ გამიჩნდა მიდრეკილება და რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს ყველაფერი?

პასუხი: გამოსაკვლევია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირება (ჰორმონების პროფილი), ინსულინი სისხლში (კვლევა ტარდება დილით, ბოლო კვებიდან მინიმუმ 7 საათის შუალედით), შაქარი უნდა გაიზომოს უზმოდ და ჭამის შემდეგ, საყურადღებოა კუჭის მდგომარეობაც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი