მედიცინა

ექიმის რჩევები

№46

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 27.11, 2022 წელი

ექიმის რჩევები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: ამ ბოლო დროს, ზოგჯერ მთლიან სხეულზე, სხვადასხვა ადგილას კუნთები მითამაშებს. მაინტერესებს, რა იწვევს ამ პრობლემას?

პასუხი: შეიმოწმეთ სისხლში კალციუმისა და D ვიტამინის დონე. თუ ნორმაშია, მაშინ მიმართეთ ნევროლოგს მიზეზის დასადგენად.

კითხვა: ვარ 74 წლის ქალბატონი, მაქვს მოციმციმე არითმია. შეიძლება თუ არა მივიღო ღვინო და არაყი მცირე რაოდენობით?

პასუხი: მოციმციმე არითმიის დროს იმისათვის რომ შევამციროთ არითმიის განმეორებითი ეპიზოდების აღმოცენების რისკი, დაავადებულმა აუცილებლად თავი უნდა დაანებოს კოფეინიანი სასმელებისა და ალკოჰოლის მიღებას (გულის ჭარბი სტიმულაციისა და მოციმციმე არითმიის ინდუცირების უნარის გამო).

კითხვა: მაინტერესებს, რომელ ორგანოებზე გვაწვდის ინფორმაციას მცირე მენჯის მრტ მამაკაცებში?

პასუხი: მცირე მენჯის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით მამაკაცებში ფასდება წინამდებარე ჯირკვალი (პროსტატა), სათესლე პარკები და სათესლე ჯირკვლები, შარდის ბუშტი, სწორი ნაწლავი, რეგიონალური ლიმფური კვანძების მდგომარეობა, მენჯის ძვალი და ხერხემლის სვეტის წელის მალები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი