მედიცინა

ექიმის რჩევები

№35

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 11.09, 2022 წელი

ექიმის რჩევები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: გოგო მყავს, 1 წლის და 9 თვის, სიმაღლით – 90 სანტიმეტრი, წონით – 10,4 კილოგრამი. სხვა მხრივ, ყველაფერი ნორმაში აქვს კუჭის მოქმედება, განვითარება, ცოტა წონა მადარდებს (ისევ ძუძუზეა), ჭამს ნორმალურად. პრობლემაა რამე?

პასუხი: წონა ჩამორჩება სიმაღლეს, გადასახედია ბავშვის მენიუ და ულუფა, განიხილეთ ეს საკითხი პედიატრთან ან მიმართეთ ნუტრიციოლოგს (კვების სპეციალისტს).

კითხვა: შეიძლება, ალერგიამ ენა გაათეთროს და ნერწყვი გამოაშროს?

პასუხი: ალერგიული სტომატიტის დროს გარდა პირის სიმშრალისა პაციენტი უჩივის წვას, ქავილს, დისკომფორტს ყლაპვის დროს, გემოვნების დაქვეითებას.

კითხვა: მაწუხებს ფეხების ტკივილი. ჩუსტებით ან ფეხშიშველი რომ გავივლი, სასტიკად მტკივდება თითებისა და ფეხის ქვედა მხარე. რისი ბრალია?

პასუხი: მიზეზის დადგენისთვის თქვენ უნდა მიმართოთ ტერფის სპეციალისტს – ორთოპედ-პოდიატრისტს, შესაძლოა, მიზეზი ტერფის სტრუქტურული ცვლილებები იყოს.

კითხვა: ახლო მომავალში მიწევს ფრენა გადაჯდომით. ვაპირებ ფრენამდე 30 წუთით ადრე დავლიო ნახევარი აბი დოპროკინი, 3-4 საათში სხვა თვითმფრინავში უნდა გადავჯდე და ისევ ვიფრინო. დოპროკინი კიდევ უნდა დავლიო?

პასუხი: ეს ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პრობლემის სიმწვავეზე. საერთოდ, საჭიროების შემთხვევაში, 10 მილიგრამი დოპროკინი დღეში 2-3 ჯერაც ინიშნება.

კითხვა: შესაძლებელია თუ არა, ნევროლოგმა მხოლოდ გარეგანი შემოწმებით დასვას პერიფერიული სისხლძარღვების ავადმყოფობის და ასევე, ათეროსკლეროზის დიაგნოზი?

პასუხი: რასაკვირველია, შეიძლება – ჩივილებით, პაციენტის ვიზუალური შეფასებით და გასინჯვით ეჭვი მივიტანოთ ამ პათოლოგიებზე და ამის შემდეგ დაინიშნება კვლევები.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი