მედიცინა

ექიმის რჩევები

№29

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 31.07, 2022 წელი

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: რომლებია ყველაზე უწყინარი ყვავილები – ალერგიას რომ არ იწვევენ?

პასუხი: ნაკლებად ალერგიული მცენარეებია: ვარდი, ტიტა, კაქტუსი (ძლიერეკლიანი სახეობების გარდა), ზამბახი, შროშანი, არომატის არმქონე ორქიდეა, ბეგონია, ჰორტენზია, ნარცისი... ნაკლებად ალერგიული იმას ნიშნავს, რომ იშვიათად, მაგრამ მაინც შეიძლება, ალერგია გამოვლინდეს, სრულ გარანტიას ვერავინ მოგცემთ.

კითხვა: ბევრისგან მსმენია ვისაც საკვერცხეების პოლოკისტოზი აქვს საკვერცხეების ან ერთი საკვერცხის ამოღება მაინც მოუწია, ზოგს საკმაოდ ახალგაზრდა ასაკშიც უმეტესად მშობიარობის მერე. მაინტერესებს, ძირითადად, რა შემთხვევებში დგება ამის საჭიროება?

პასუხი: ზოგადად, საკვერცხეების პოლიკისტოზი არ არის ის დაავადება, რომელსაც ხშირად ესაჭიროება საკვერცხისა და მით უმეტეს, საკვერცხეების ამოკვეთა. აღნიშნული დაავადების მართვა საჭიროა კონსერვატიულად ანუ მედიკამენტებით და ოპერაციული ჩარევა არ გახდება საჭირო. როგორც წესი, სწორად ჩატარებული მკურნალობის ფონზე ოპერაცია აღარ კეთდება და გოგონებს ორივე საკვერცხე უნარჩუნდებათ.

კითხვა: მაქვს B12 დეფიციტური ანემია, დაბალი მაქვს კალციუმიც და რკინაც, ასევე, D ვიტამინიც. შესამჩნევად ვიმატებ წონაში. ექიმმა მკურნალობა დამინიშნა მაინტერესებს, რა შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზი? კუჭი არ მაწუხებს, უკანა ტანის ქავილი მაქვს. შეიძლება, ეს ყველაფერი პარაზიტების არსებობამ გამოიწვიოს?

პასუხი: მიზეზი შესაძლოა იყოს არასრულფასოვანი კვება ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები. ამიტომ საჭიროა მკურნალობა გასტროენტეროლოგმა დაგინიშნოთ. აუცილებელია კვების მოწესრიგება, ასევე, რეკომენდებულია აღნიშნული ვიტამინების მიღება და სისხლის საერთო ანალიზის შემდეგ კი – ჰემატოლოგის კონსულტაციაც.

კითხვა: მაინტერესებს, თავის (კეფის) ძლიერი მირტყმისგან თუ შეიძლება, თავში წარმოიქმნას რაიმე? აუცილებელია ექიმთან მისვლა?

პასუხი: თუ გაქვთ ტკივილი, რომელიც ძლიერდება ან დარტყმის ადგილის შესიება თანდათან იმატებს, ამჩნევთ სიარულისა და მეტყველების ცვლილებას ან გქონდათ ღებინება, გაქვთ ძილიანობა ან უძილობა, მაშინ უნდა მიმართოთ ნევროპათოლოგს.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი