მედიცინა

ექიმის რჩევები

№25

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 03.07, 2022 წელი

ექიმის რჩევები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: ვარ 20 კვირის ორსული, არაფერი მაწუხებს. თუ 10 დღე ჰელიოკარნიტს დავლევ, როგორ იმოქმედებს ნაყოფზე?

პასუხი: პრეპარატი ჰელიოკარნიტი შეიძლება, დაინიშნოს ორსულობის დროს, მაგრამ ნებისმიერი პრეპარატის მიღება შეთანხმებული უნდა იყოს პირად ექიმთან. ნებისმიერი პრეპარატი ინიშნება ჩვენებიდან გამომდინარე.

კითხვა: წყლის დალევის დროს მაქვს გულის ბიძგების გამოტოვება, თითქოს გული მიჩერდება. შეიძლება, არითმიის ბრალი იყოს?

პასუხი: დიახ, ნუ გადადებთ კარდიოლოგთან ვიზიტს, გულის რიტმის დარღვევის დროს ელექტროკარდიოგრამის კვლევის გარდა საჭიროა ჰოლტერის მონიტორინგი ანუ კარდიოგრამის სადღეღამისო მონიტორინგი, რომელიც კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, 24-48-72 საათიანიც შეიძლება იყოს, დამატებითი გამოკვლევებისა და კონსულტაციის აუცილებლობას განსაზღვრავს ექიმი-კარდიოლოგი.

კითხვა: დამიდასტურდა კოვიდი. D-დიმერი მაქვს 499 და მაინტერესებს რამდენად საშიშია?

პასუხი: D-დიმერის ნორმის ზედა ზღვარია 500 მგ/მლ. D-დიმერი იმატებს სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობების დროს, ხოლო რევმატოიდული და სისხლის დაავადებების დროს შეიძლება, ცრუ დადებითი შედეგის მიღება. ამიტომ D-დიმერის განცალკევებულად განხილვა არ არის სწორი ანტიკოაგულაციური თერაპიის დასაწყებად. ზუსტი შეფასებისთვის სისხლის სხვა კოგულაციური ტესტებისა და ზოგადი მდგომარეობის ცოდნაა საჭირო. შესაფასებლად ექიმს უნდა მიმართოთ.

კითხვა: რენტგენმა აჩვენა, რომ ფილტვის ფესვები გაფართოებულია. რას ნიშნავს ეს?

პასუხი: ფილტვების ფესვების გაფართოება შეიძლება, აღინიშნოს გულ-სისხლძარღვთა და ბრონქ-ფილტვის დაავადებების დროს. მაგალითად, გულის მარცხენამხრივი უკმარისობის დროს, ფილტვების დაავადების დროს – ემფიზემა, ატელექტაზი... ამიტომ, ეს არ არის დიაგნოზი, ასეთი ცვლილების დაფიქსირების შემდეგ უნდა გაგრძელდეს კვლევები კონკრეტული მიზეზის დასადგენად.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი