მედიცინა

ექიმის რჩევები

№17

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 08.05, 2022 წელი

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: ექოსკოპიაზე მითხრეს, ღვიძლი გაქვს გაცხიმოვნებულიო, რამდენად საშიშია და ვისთან უნდა მივიდე? რა ანალიზები უნდა გავიკეთო დასაზუსტებლად?

პასუხი: ეს მდგომარეობა საყურადღებოა. ცხიმოვანი ჰეპატოზი, იგივე ღვიძლის სტეატოზი ან ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, არის ღვიძლის დაავადება, რომლის დროსაც ღვიძლის უჯრედები, ჰეპატოციტები, გაცხიმოვნებას განიცდის. აუცილებელია ექიმთან დროული მისვლა. დიაგნოზის დაზუსტებისა და მკურნალობის დასანიშნად უნდა მიმართოთ ჰეპატოლოგს.

კითხვა: გავიკეთე განავლის ანალიზი პარაზიტებზე, თუმცა შედეგში ეწერა, რომ პარაზიტული კვერცხები არ აღმოჩნდა და შესაძლოა, ეს ანალიზი მცდარი იყოს ან ვერ განისაზღვროს, მყავს თუ არა ჭია?

პასუხი: სხვადასხვა პარაზიტული დაავადების დროს დიაგნოსტიკის მეთოდები განსხვავებულია. ასკარიდოზის დროს განავალში კვერცხები შეიძლება, არ აღმოჩნდეს, იმ შემთხვევაში, თუ ნაწლავებში სქესობრივად მოუმწიფებელი ან მხოლოდ მამრი პარაზიტებია. ასევე, ენტერობიოზის დროს ჭია ნაწლავში კვერცხებს არ დებს, დიაგნოზი ისმება პერიანალური ნაოჭების ანაფხეკის ან ბამბის ტამპონის მიკროსკოპული კვლევით. ასე რომ, თუ ნაწლავურ პარაზიტებზეა ეჭვი, მიმართეთ პარაზიტოლოგს და კვლევის მეთოდს სპეციალისტი განსაზღვრავს.

კითხვა: არანაირი დაავადებები არ მაქვს, არაფერს შევუწუხებივარ, მაგრამ ლოყები მეყინება ხოლმე ნორმალურ ტემპერატურაზე. რა შეიძლება იყოს ან რომელი სპეციალიზაციის ექიმს მივმართო?

პასუხი: როდესაც ტემპერატურის შეგრძნება ლოკალურადაა დარღვეული, მიზეზი არის პერიფერიული ნეიროპათია და დიაგნოზის დაზუსტების მიზნით ნევროპათოლოგს უნდა მიმართოთ.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი