მედიცინა

ექიმის რჩევები

№2

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 23.01, 2022 წელი

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: ვარ 20 წლის. ამ ბოლი ხანს ადვილად ვიღლები, გულისცემა გახშირებული მაქვს და თითქოს ყურებში შუილს ვგრძნობ. ადგომისას თავბრუ არ მესხმის, მაგრამ თავში თითქოს რაღაც „ტრიალებს“ – უცნაური შეგრძნებაა. რთული და დატვირთული გრაფიკი მაქვს და შესაძლოა, ასე ამიტომაც ვარ. სანამ უშუალოდ კლინიკას მივმართავ, თქვენ რას მირჩევთ?

პასუხი: გაიკონტროლეთ არტერიული წნევა, მოიწესრიგეთ ძილისა და კვების რეჟიმი, მენიუში ჩართეთ ცოცხალი ხილი და ბოსტნეული, დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობით მიიღეთ წყალი და აუცილებლად უნდა მოახერხოთ დასვენება. თუ რჩევები არასაკმარისი იქნება, მაშინ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით ოჯახის ექიმს მიმართეთ.

კითხვა: მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ვარჯიში „სპორტული ლიფების“ გარეშე, როცა ისეთი აქტივობები არ არის შესასრულებელი, როგორიცაა სირბილი ან ხტუნვა?

პასუხი: თუ აქტიურ მოძრაობებს არ ასრულებთ, მკერდი დიდი ზომის არ გაქვთ, ვარჯიშის დროს არ გექმნებათ დისკომფორტი და არ საჭიროებს ფიქსაციას, მაშინ ამ ატრიბუტის გამოყენება აუცილებელი არ არის.

კითხვა: მაქვს ჩიყვი, ვმკურნალობ, თმა შემითხელდა, თუმცა ნაკლებად მცვივა. და მაინტერესებს ჩიყვის მკურნალობა თუ უშველის ამას ან არის რაიმე საშუალება, რომ ახალი თმა ამომივიდეს? რაიმე ვიტამინი რომ მივიღო?

პასუხი: თუ თმის ცვენა არ არის შესამჩნევი, მაშინ თმის შეთხელების მიზეზი შესაძლოა, არის თმის ღერის მინიატურიზება – თმა ამ დროს ტერმინალური ფორმიდან ტრანსფორმირდება ღინღლოვანში, რასაც შემდეგ მოჰყვება თმის ფოლიკულის ატროფია და სიმელოტე. სასურველია, მიმართოთ ტრიქოლოგს.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი