მედიცინა

ექიმის რჩევები

№39

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 10.10, 2021 წელი

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: 14 წლის ბიჭმა, რომელსაც გეგმიური აცრა უწევს, ნოემბერში მსუბუქად გადაიტანა კოვიდი. აცრამდე ავიღეთ სისხლის საერთო ანალიზი, რომელშიც აღმოჩნდა ცვლილებები: როე – 32, ლეიკოციტები – 3,9, ლიმფოციტები – 45 და სეგმენტბირთვიანი ნეიტროფილები – 47. სხვა ყველა მაჩვენებელი ნორმაშია. ბავშვს არაფერი აწუხებს, არის აქტიური. პედიატრმა არაფერი საგანგაშო არ არისო, მაგრამ თქვენი აზრიც მაინტერესებს. C რეაქტიულიც გავუკეთეთ და ნორმაშია.

პასუხი: ედსი (ეგრეთ წოდებული, როე), ალბათ, ვესტერგრინის მეთოდითაა გაკეთებული და არა პანჩენკოვის (ეწერება ბლანკზე). შეიძლება; ბავშვმა ანალიზის აღებამდე ვირუსული ინფექცია გადაიტანა. შეფასება უნდა გააკეთოს ბავშვის პირადმა პედიატრმა.

კითხვა: ვარ 14 წლის, დაახლოებით 1 წლის წინ ვიყავი ენდოკრინოლოგთან სიმაღლეში ზრდასთან დაკავშირებით. მითხრა, ოსიფიკაციის პროცესი დასრულებული არ გაქვსო. ამის შემდეგ, ექიმის რეკომენდაციით, ვსვამდი სტატურანს და ასე თუ ისე, კარგი შედეგი გამოიღო. მაინტერესებს, შესაძლოა თუ არა ოსიფიკაციის პროცესი დასრულებული მქონდეს, ვინაიდან მეორე კურსის შემდეგ ისეთი შედეგი აღარ მქონდა?

პასუხი: ზრდის პროცესი არის თუ არა დასრულებული, მხოლოდ და მხოლოდ კვლევით (მაჯის რენტგენოგრაფია) დგინდება. წესით, თქვენს ასაკში ზრდა დასრულებული არ იქნება. აუცილებლად კვლავ მიმართეთ ენდოკრინოლოგს.

კითხვა: რატომ არის პრობლემა ორსულებისთვის ლაზერული ეპილაციის გაკეთება?

პასუხი: არ არსებობს კვლევა, რომელიც ადასტურებს ლაზერული ეპილაციის უსაფრთხოებას ორსულობის პერიოდში, ამიტომ, ორსულობის პერიოდში ლაზერული ეპილაციისაგან სჯობს, თავი შეიკავოთ.

კითხვა: როდესაც გული ჯანმრთელია, ნევროზის დროს რატომ არის ძლიერი ტკივილები, რეალურად რა ხდება ამ დროს?

პასუხი: ჩვეულებრივ, ამ დროს ტკივილი დაკავშირებულია სხვა სტრუქტურებთან – კუნთები, ნერვი, მუცლის ღრუ, ნევროზიანი ადამიანი კი ამ ტკივილს უფრო ძლიერად და გულში ლოკალიზებულად აღიქვამს.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი