მედიცინა

ექიმის რჩევები

№37

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 26.09, 2021 წელი

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: ვარ 20 წლის, 15 წლიდან ვეწევი სიგარეტს, 3 წლის წინ გავიკეთე ადენოტონზილექტომია. 1 თვის წინ გავცივდი – ძლიერი სურდო და ყელის ტკივილი მქონდა. 2 კვირაა, გამიარა, მაგრამ გემოს შეგრძნება ისევ დაქვეითებული მაქვს, ასევე ღამე მიჭირს სუნთქვა. დილით ყელის წვითა და ფხაჭვნის შეგრძნებით ვიღვიძებ. მაქვს ძგიდე გამრუდებული. რას მირჩევთ, ექიმს ისევ უნდა გავესინჯო?

პასუხი: დიახ, რადგან ასე გახანგრძლივდა დისკომფორტი, შესაძლოა, სურდო ჰაიმორიტით გართულდა. ამიტომ აუცილებლად გაესინჯეთ ლარინგოლოგს.

კითხვა: ვარ 19 წლის. რამდენიმე დღეა, პირის გაღებისა და ჭამის დროს ძალიან მტკივა მარცხენა ყბა – თითქოს რაღაც მეჭიმება. რისი ბრალი შეიძლება, იყოს?

პასუხი: მიზეზი შესაძლოა, იყოს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის სინდრომი, სიბრძნის კბილი. დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, ყბა-სახის ქირურგს ან რევმატოლოგს უნდა მიმართოთ.

კითხვა: რისი მანიშნებელი შეიძლება, იყოს, როდესაც ხალი ზომაში იზრდება და ძვრება, შემდეგ კი ისევ ნელ-ნელა იზრდება და რა გამოკვლევებია საჭირო?

პასუხი: პროგნოზი გაკეთდება შეფასების შემდეგ, ხოლო შესაფასებლად კი დერმატოლოგს ან ონკო-დერმატოლოგს უნდა მიმართოთ.

კითხვა: უეცრად დამეწყო დუნდულების ტკივილი და წვა უფრო მეტად მარცხნივ და მის გასწვრივ ბარძაყი, მუხლი და ტერფიც კი მტკიოდა, იქნებ დამეხმაროთ, რამე ხალხური მეთოდი მირჩიოთ ან რამე წამალი.

პასუხი: პირველ რიგში საჭიროა ხერხემლის პათოლოგიის (დისკოზი, დისკის თიაქარი) გამორიცხვა. ამისთვის დაგჭირდებათ ხერხემლის წელის მალების მრტ კვლევა და ვერტებროლოგის კონსულტაცია.

კითხვა: მაწუხებს მუცლის შებერილობა და ჭამის ან სითხის მიღების დროს მარცხენა მხარეს (ჭიპის მარცხნივ) მეტად იბერება მუცელი (თვალითაც შესამჩნევია), თუმცა არ მტკივა. რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული? ექიმი აუცილებლად ზონდის გადაყლაპვას მირჩევს თუ კუჭ-ნაწლავის დათვალიერება რაიმე სხვა გზითაც შეიძლება?

პასუხი: უპირველესად, უნდა გამოირიცხოს თიაქარი, ამას ექიმი შეიძლება, მუცლის დათვალიერებითა და გასინჯვითაც მიხვდეს. რაც შეეხება კუჭის კვლევას ყველაზე ინფორმაციული ენდოსკოპიური კვლევაა, თუმცა შეიძლება რენტგენული კვლევაც (ბარიუმის ფაფის დალევის შემდეგ).

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი