მედიცინა

ექიმის რჩევები

№29

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 01.08, 2021 წელი

ექიმის რჩევები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: ახალგაზრდა ქალს აქვს ოფლის ძალიან მძაფრი და შემაწუხებელი სუნი, ჰიგიენას ძალიან კარგად იცავს. რა უნდა გამოიკვლიოს?

პასუხი: ოფლიანობა შესაძლოა, გამოიწვიოს რომელიმე კონკრეტულმა დაავადებამ, უფრო ხშირად კი ის მხოლოდ საოფლე ჯირკვლების ჰიპერფუნქციით არის განპირობებული. ოფლიანობის ტიპის მიხედვით განისაზღვრება კვლევის გეგმა. სტანდარტული გამოკვლევა გულისხმობს სისხლის საერთო, ასევე, შარდის ანალიზს, სისხლში გლუკოზისა და D ვიტამინის განსაზღვრას, ფარისებრი ჯირკვლის კვლევას ჰორმონებზე, რიგ შემთხვევებში გამოკვლევების ჩამონათვალი შესაძლოა, გაიზარდოს, ამიტომ არ გირჩევთ თვითნებურად კვლევების ჩატარებას, კვლევის საწყის ეტაპზე მიმართეთ ენდოკრინოლოგს ან ჰიპერჰიდროზის სამკურნალო ცენტრს.

კითხვა: ვარ კოვიდგადატანილი. ხელზეც და ფეხზეც მტყდება ფრჩხილები. რას მირჩევთ?

პასუხი: ფრჩხილების მტვრევადობა შესაძლოა, უკავშირდებოდეს თუთიის, D ვიტამინის, ასევე, სხვა ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკლებობას, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიას. კოვიდპანდემიის პერიოდში ხშირია D ვიტამინისა და თუთიის დეფიციტი. მიზეზის გამოსავლენად საჭიროა, ჩატარდეს ანალიზი. დეფიციტის შემთხვევაში ექიმი შესაბამის პრეპარატებს შეგირჩევთ.

კითხვა: მაქვს ჭარბთმიანობა, ჰორმონების მონაცემები კი – არეული. 3 თვეა, ვიღებ ექიმის დანიშნულ წამლებს და ვამჩნევ, მკერდზე თმა ძალიან მომემატა, ასევე, სხვა ადგილებშიც, ძალიან ვნერვიულობ. მაინტერესებს, ჰორმონები რომ მომიწესრიგდება, თმა გამცვივდება?

პასუხი: უპირველესად, აუცილებელია სრული პირველადი გამოკვლევა, რათა ჰორმონების მომატების მიზეზი გამოვლინდეს. 1,5-2 თვის შემდეგ სასურველია, განმეორებითი კვლევა, რომ დადგინდეს, ექვემდებარება თუ არა ეს პათოლოგია მედიკამენტურ ჩარევას. ზოგჯერ საჭიროა წამლის დოზის ან თვით პრეპარატის შეცვლა. მკურნალობას უნდა წარმართავდეს არა დერმატოლოგი, არამედ ენდოკრინოლოგ-გინეკოლოგი.

კითხვა: როგორ ხდება ციტოფლავინის მიღება? რამდენი აბი უნდა დავლიო ერთ ჯერზე?

პასუხი: ციტოფლავინი მიიღება დღეში 2-ჯერ 2-2 აბი (ანუ დღეში 4 აბი), ჭამამდე 30 წუთით ადრე, დილით და საღამოს 8-10-საათიანი ინტერვალით, მაგრამ არა უგვიანეს 18 საათისა.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი