მედიცინა

ექიმის რჩევები

№28

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 25.07, 2021 წელი

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: მაინტერესებს, ყაბზობას ან სხვა რაიმე პროქტოლოგიურ დაავადებას თუ შეუძლია, წვა წარმოქმნას ურეთრაში. შარდში მქონდა ინფექცია, ვიმკურნალე და ახლა აღარ მაქვს, თუმცა დისკომფორტი შემინარჩუნდა და ბევრი ანტიბიოტიკის მიღების შემდეგ ყაბზობაც დამეწყო. იქნებ, მირჩიოთ რამე. ვარ 18 წლის.

პასუხი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ ურეთრაში წვა, მით უმეტეს, თუ ის დაკავშირებულია მოშარდვის პროცესთან, ყაბზობის გამო იყოს განვითარებული.

კითხვა: საკვერცხის კიბოს პაციენტს აქვს ჰიპოდენსური ჩანართი ღვიძლში. ნიშნავს თუ არა მეტასტაზურ დაზიანებას?

პასუხი: ჰიპოდენსური ჩანართი აუცილებლად მეტასტაზზე არ მიუთითებს. ეს შეიძლება იყოს ცისტა, აბსცესი, ცხიმოვანი დისტროფია. ზუსტი დიაგნოზის დასასმელად საჭიროა ონკოლოგთან ვიზიტი.

კითხვა: 2 თვის წინ ვიყავი ოფთალმოლოგთან, რომელმაც მითხრა, რომ მინისებური სხეულის შემღვრევა მაქვს. თვალში გამიჩნდა შავი ძაფებივით თეთრ ფონზე. ვარ 35 წლის, დამინიშნა თვალის დამატენიანებელი, თვალის კუნთის მკვებავი და კიდევ რაღაც წვეთები. მაინტერესებს, დაახლოებით, რამდენ ხანში უნდა გაქრეს ეს შავი ძაფები და ამ დროს თუ შეიძლება თვალის დატვირთვა, კითხვა და კომპიუტერთან მუშაობა?

პასუხი: თვალის დატვირთვა არ არის რეკომენდებული. თუ ორთვიანი მკურნალობის მიუხედავად შედეგი არ გაქვთ, მაშინ აუცილებლად კვლავ უნდა მიმართოთ ოფთალმოლოგს.

კითხვა: B12 ვიტამინი (ამპულებში) თუ არის სასარგებლო თმისთვის და როგორ გამოვიყენო ის? პირდაპირ შეიძლება ძირებში შეზელა თუ რამეში შევურიო?

პასუხი: B ჯგუფის ვიტამინები, მათ შორის B12, აუცილებელია თმის სიჯანსაღისთვის, მაგრამ თმას ვიტამინების ლომის წილი სისხლიდან მიეწოდება და ეს საჭმლის მომნელებელ სისტემასთან არის დაკავშირებული. შამპუნიდან, ნიღბიდან და თმის გელიდან თმა ვიტამინებს მხოლოდ მცირე რაოდენობით იღებს. თუ თქვენ ერთი რომელიმე B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა გაქვთ, პირველ რიგში, ეცადეთ, კვების რაციონში შეიტანოთ კორექცია, რომ ვიტამინები ორგანიზმმა ბუნებრივი გზით მიიღოს. B12 კი ნიღბის სახითაც შეგიძლიათ გამოიყენოთ: 1 ამპულა B6 ან B12, 1 გრამი C ვიტამინი, 2 სადილის კოვზი აბუსალათინის ზეთი, 2 სადილის კოვზი თაფლი, 2 სადილის კოვზი ნებისმიერი თმის ბალზამი.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი