მედიცინა

ექიმის რჩევები

№27

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 18.07, 2021 წელი

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: ვარ 16 წლის გოგო, მკლავებზე მაქვს ხშირი და მუქი თმა. დედა არ მრთავს ნებას, რომ მოვიშორო, მეუბნება, გაგცვივდებაო. ეს მართლა შესაძლებელია?

პასუხი: თუ თმიანობა სხეულის სხვა ადგილებშიც ინტენსიურად გაქვთ გამოხატული, უნდა გამოირიცხოს თმიანობის ენდოკრინული მიზეზი. თუ, უბრალოდ, ხელებზე გაქვთ მუქი თმა, თვითნებურად ის მხოლოდ მაშინ დაგცვივდებათ, როცა დედის ასაკის გახდებით. მანამდე კი არსებობს ეპილაციის მეთოდები, რომლებიც სავსებით უვნებელი და უმტკივნეულოა.

კითხვა: მაინტერესებს, 3 წლის ბავშვზე თუ შეიძლება ბეცეჟირების გაკეთება?

პასუხი: ვაქცინაცია ტუბერკულოზის წინააღმდეგ BCG კეთდება დაბადებისთანავე, სიცოცხლის 0-5 დღის ასაკში (სამშობიარო სახლში) და რევაქცინაცია – 5-6 წლის ასაკში.

კითხვა: 18 წლის ბიჭს შეხვდა კოვიდი და სახლში მოიხადა. იმ დროს ცხვირში ისხურებდა „დიდროფს“. მას შემდეგ უკვე 25 დღეა გასული, მაგრამ ცხვირი დღესაც გაჭედილი აქვს, დაკარგული აქვს ყნოსვა და გემო. რა მივცე ან, საერთოდ, თუ შესაძლებელია ამის მკურნალობა? მირჩიეთ რამე.

პასუხი: კოვიდინფექციას ახასიათებს გემოსა და ყნოსვის დაქვეითება, ეს უსიამოვნო დისკომფორტი ზოგჯერ ხანგრძლივდება, თუმცა გასათვალისწინებლია, ასევე, რომ „დიდროფის“ გახანგრძლივებული გამოყენებისას შესაძლოა, აღინიშნოს ლორწოვანის შეშუპება („დიდროფის“ გამოყენება 7 დღეზე ხანგრძლივად არ არის რეკომენდებული), ამიტომ გირჩვეთ მიმართოთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს რეალური მიზეზის დასადგენად და მკურნალობის დასანიშნად.

კითხვა: დანიშნული მქონდა დღეში 1 ტაბლეტი „ართრა“, „ქონდრო-რიცით“ რომ ჩავანაცვლო, იმავე ეფექტისთვის დღეში რამდენი კაფსულა უნდა მივიღო? აფთიაქებში „ართრას“ დეფიციტია.

პასუხი: „ართრას“ 1 აბი დოზით „ქონდრო-რიცის“ 2 კაფსულას შეესაბამება. მიიღება ჭამის წინ.

კითხვა: მაქვს ტკივილები მარჯვენა დუნდულაში, თითქოს რაღაც მეჭიმება ნაბიჯის გადადგმის დროს, ნემსივით მჩხვლეტს. რისი ბრალი შეძლება, იყოს და როგორ მოვიქცე?

პასუხი: სავარაუდოა მენჯ-ბარძაყის სახსრის ან ხერხემლის გავა-წელის პათოლოგიები, დიაგნოზის დაზუსტებისთვის მიმართეთ ორთოპედ-ვერტებროლოგს.

კითხვა: ქოლესტერინის მატებამ თუ შეიძლება, რომ ადამიანი ზედმეტად ემოციური გახადოს?

პასუხი: მაღალი ქოლესტერინი არის ჰიპერტენზიის ერთ-ერთი რისკფაქტორი, ჰიპერტენზიას კი შესაძლოა, ახლდეს ემოციური ლაბილობა, ნევროზულ-გაღიზიანებული მდგომარეობა.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი